ჯანსაღი ფინანსური სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია. ფინანსური სტაბილურობა როგორც გლობალურად, ისე ცალკეულ ქვეყნებში ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს პროდუქტიულობას, რაც ინვესტირების და დანაზოგებისთვის ქმნის შესაბამის ნდობას მოსახლეობაში. ძლიერი საბანკო სისტემები და კაპიტალის ბაზრები ეფექტიანად ახდენენ სახსრების მიმართვას მათი ყველაზე პროდუქტიული გამოყენებისკენ, ეხმარება მთავრობებს საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნებაში და უსაფრთხოდ უზრუნველყოფს გადახდებს საზღვრებს გარეთ.
მთავრობის ვალი არის ქვეყნის ეკონომიკური ჩარჩოს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის ვალი გამოიყენება, ასევე, ეკონომიკურ კრიზისებზე საპასუხო რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ვალი შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ვალის გადაჭარბებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რყევები.
საერთაშორისო ვაჭრობა წარმოებისა და პროდუქტიულობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს როგორც ზოგადად მსოფლიოსთვის, აგრეთვე ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ეკონომიკური, საფინანსო და სავალუტო კრიზისები და მოულოდნელი შოკები გარკვეულწილად აფერხებენ სასაქონლო ბაზრების ფუნქციონირებას და, შესაბამისად, საგარეო საქონელბრუნვას.
რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, მ.შ. რეგულირების გავლენის შეფასების ექსპერტების გამოცდილებასთან მიმართებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ევროპის საპარლამენტო კვლევის და დოკუმენტაციის ცენტრის (ECPRD) ფარგლებში, სხვა ქვეყნებში არსებული RIA-ს ექსპერტების
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რეგულირების გავლენის შეფასება, შესაძლებლობას იძლევა გაანალიზებულ იქნეს მარეგულირებელი თუ არამარეგულირებელი ქმედების დადებითი და უარყოფითი გავლენები. სახელმწიფოს რეგულირების პრაქტიკის განვითარების საქმეში დიდი როლი არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც აკისრია. რეგულირების გავლენის შეფასების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა შესაძლოა შემოიფარგლებოდეს პასიური მონაწილეობით - აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეგულირების გავლენის შეფასების ანგარიშების ხარისხის შემოწმებით; ან გულისხმობდეს აქტიურ მონაწილეობას - რეგულირების გავლენის შეფასების განხორციელებას როგორც საკუთარი, ასევე სამთავრობო საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელობას წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან იძენს და დღეს სახელმწიფო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ მიდგომის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისეთი პროგრამებისა და პოლიტიკის წარმოება, რომელიც ეფუძნება დასაბუთებულ მონაცემებს, იქნება ეს სამეცნიერო კვლევები, საექსპერტო გამოკითხვები, საუკეთესო პრაქტიკა, სტატისტიკური მონაცემები და სხვა.
გენდერული სტატისტიკისა და ინდიკატორების წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს გენდერული სტატისტიკის და ინდიკატორების წარმოებისა და შეფასებისთვის და უმეტესწილად ეყრდნობა ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის (EIGE) 2019 წლის სახელმძღვანელოს და ამავე ინსტიტუტის სხვა შეფასებებსა და კვლევებს.
ეფექტიანი ფისკალური წესების შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის ერთ-ერთია ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგი.
ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგი განვითარებულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და მიზნად ისახავს როგორც დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას სახელმწიფოში ფისკალური წესების შესრულების თაობაზე, ასევე მდგრადი ფისკალური პოლიტიკის ხელშეწყობას.
ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს შეფასების განხორციელება დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების მიერ - იქნება ეს ფისკალური საბჭო, საბიუჯეტო ოფისი თუ სხვა უწყება.
გენდერული გავლენის შეფასების (GIA) წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო მითითებებს გენდერული გავლენის შეფასებაში და უმეტესწილად ეყრდნობა ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის (EIGE) 2016 წლის სახელმძღვანელოს და ამავე ინსტიტუტის სხვა შეფასებებსა და კვლევებს.
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA), როგორც საჯარო თუ კერძო პროექტების ეკონომიკური შეფასების სისტემური ჩარჩო, მიზნად ისახავს ინფორმირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პროექტებზე. დღევანდელი ფორმით არსებული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) წარმოადგენს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში როგორც ეკონომიკურ თეორიაში მიღწევების, ასევე საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების გაუმჯობესებების შედეგს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CBA-ის როლი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA), როგორც მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან იგი ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოახდინოს კეთილდღეობის მაქსიმიზაცია საზოგადოებისთვის.
15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...
11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...
14-02-2024
საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.