Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
  • კვლევითი პუბლიკაციები
  • თემატური პუბლიკაციები
  • ფისკალური შეფასების ანგარიშები
  • მეთოდოლოგიური განმარტებები
  • თვითშეფასების ანგარიში
  • ინტერაქტიული სტატისტიკა

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) განსხვავება ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს შორის

  • ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020 16:07
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA), როგორც საჯარო თუ კერძო პროექტების ეკონომიკური შეფასების სისტემური ჩარჩო, მიზნად ისახავს ინფორმირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პროექტებზე. დღევანდელი ფორმით არსებული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) წარმოადგენს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში როგორც ეკონომიკურ თეორიაში მიღწევების, ასევე საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების გაუმჯობესებების შედეგს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CBA-ის როლი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA), როგორც მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან  იგი ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოახდინოს კეთილდღეობის მაქსიმიზაცია საზოგადოებისთვის.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის (CBA) საფუძველი დევს ეკონომიკაში, კერძოდ, კეთილდღეობის ეკონომიკაში. CBA პასუხობს კითხვებს: 1. როგორ იცვლება საერთო კეთილდღეობა პროექტის განხორციელების შედეგად? 2. როგორ არის გადანაწილებული ხარჯები და სარგებელი?

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზში ღირებულების შეფასება დამყარებულია ორ მნიშვნელოვან პრინციპზე: „ალტერნატიული ხარჯის“ პრინციპი და „გადახდისათვის მზადყოფნის“ (WTP) ან „მიღებისათვის მზადყოფნის“ (WTA) პრინციპი. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზში პროექტების ერთმანეთთან შედარებისთვის სამი ძირითადი კრიტერიუმი არის ცნობილი: წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV), უკუგების შიდა ნორმა (IRR) და სარგებელი/ხარჯების შეფარდების მაჩვენებელი (BCR).

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი შეიძლება იყოს ფინანსური (F-CBA) და ეკონომიკური (E-CBA) . ანალიზის ეს ორი სახე არა ერთმანეთის ჩამანაცვლებლები, არამედ შემავსებლები არიან, ვინაიდან თითოეული მათგანი წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რომელსაც მეორე, ჩვეულებრივ, არ ასახავს. პირველი მათგანი გადაწვეტილებებს იღებს იმ ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით, რომლებიც უშუალოდ კერძო პირების ფინანსურ შედეგებზე ახდენს გავლენას და იყენებს შეფასებებში საბაზრო დისკონტის განაკვეთს, ხოლო, ეკონომიკური ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი „სოციალური თვალთახედვით“ უყურებს ანალიზს და იყენებს სოციალური დისკონტის განაკვეთს, რომელიც ასახავს მთლიანი ეკონომიკიდან პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო კაპიტალის ალტერნატიულ ღირებულებას. ფინანსური ანალიზიდან ეკონომიკურ ანალიზზე გადასვლისთვის იყენებენ რიგ მაკორექტირებელ ინსტრუმენტებს, როგორიც არის: ფისკალური კორექტირება; საბაზრო ფასების გადაყვანა ჩრდილოვან ფასებზე; არასაბაზრო გავლენების შეფასება და გარეგანი ეფექტების კორექტირება.

როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური ანალიზი ემყარება შეფასებებს, თუმცა, მომავლის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და შეფასებების გაკეთება თავისთავად დაკავშირებულია განუსაზღვრელობებთან. მათგან გამომდინარე რისკების აღწერა და შეფასება ხორციელდება მგრძნობელობის (სენსიტიურობის) ანალიზის საშუალებით, ასევე დამატებით რისკების თვისებრივი ანალიზის საშუალებით, რისკების დონის და მოსალოდნელობის ალბათობის კომბინირებით სხვადასხვა სიმულაციური მეთოდების საშუალებით.

იხილეთ დანართი:
  • ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA)
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact