Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
  • კვლევითი პუბლიკაციები
  • თემატური პუბლიკაციები
  • ფისკალური შეფასების ანგარიშები
  • მეთოდოლოგიური განმარტებები
  • თვითშეფასების ანგარიში
  • ინტერაქტიული სტატისტიკა

კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კვლევითი საქმიანობა გულისხმობს ფისკალურ და მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დამოუკიდებელი მაღალხარისხიანი კვლევების/ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას, ეფექტიანი მაკროფისკალური პოლიტიკისა და სახელმწიფო სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.

 

საბიუჯეტო ოფისის მიერ კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის პროცესის სტანდარტიზების და გამჭვირვალობის, ასევე  დაინტერესებულ მხარეთა დროული და ეფექტიანი ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, კვლევითი საქმიანობის წლიური გეგმის ფორმირების, კერძოდ კი, თემატიკის შერჩევის პროცესი ეყრდნობა სპეციალურად შემუშავებულ შიდა პოლიტიკას, რომლის დანერგვასაც საბიუჯეტო ოფისი ეტაპობრივად ახორციელებს.

შიდა პოლიტიკა გეგმის ფორმირების მთავარ კრიტერიუმად განიხილავს კვლევის/პუბლიკაციის მოსალოდნელ ეფექტიანობას საბიუჯეტო ოფისის მანდატის გათვალისწინებით კონკრეტული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირებულობის ზრდით ან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი შეფასებების მიწოდებით. კვლევის/პუბლიკაციის მოსალოდნელი ეფექტიანობა, თავის მხრივ, ითვალისწინებს საკითხის მნიშვნელოვნებას და გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ კვლევის/პუბლიკაციის საფუძველზე შესაბამის საკითხთა მიმართებაში გადაწყვეტილებათა მიღების/ცვლილების ალბათობას. კერძოდ, მიდგომა ითვალისწინებს ერთი მხრივ, კვლევების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მნიშვნელოვნების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ, შიდა ორგანიზაციული მართვის კუთხით არსებული და გარე წყაროების მიერ გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით კვლევის ეფექტიანობის ალბათობის შეფასებას. აღნიშნულ კომპონენტებზე დაყრდნობით, გაიანგარიშება მოსალოდნელი ეფექტიანობის ჯამური კოეფიციენტი, რომლის საფუძველზეც წინასწარ განსაზღვრული მატრიცის მიხედვით ხდება დასაგეგმი წლის განმავლობაში კონკრეტული კვლევის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სრული დოკუმენტი).

 

ზემოაღნიშნული შიდა პოლიტიკის საფუძველზე იდენტიფიცირებული საკითხისა და არსებული რესურსების მიხედვით, განისაზღვრება კონკრეტული თემისათვის პუბლიკაციის მისაღები ტიპი (სერია). არსებული მდგომარეობით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამ სერიას:

  • კვლევითი პუბლიკაციები: აღნიშნული პუბლიკაციები, როგორც წესი, ასახავს კონკრეტული მაკროეკონომიკური/საბიუჯეტო საკითხის ემპირიულ შეფასებას.
  • თემატური პუბლიკაციები: აღნიშნული პუბლიკაციები წარმოადგენს საკითხის შედარებით მოკლე ან მხოლოდ ცალკეული ასპექტის მიმოხილვას, შესაძლებელია ემპირიული შეფასების გარეშე, დაინტერესებულ მხარეთათვის მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.  
  • მეთოდოლოგიური განმარტებები: აღნიშნული განმარტებები მიზნად ისახავს კონკრეტული ტექნიკური კონცეფციის განმარტებას დაინტერესებულ მხარეთათვის.

 

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact