Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ანგარიშგების პოლიტიკა
  • ბიუჯეტის კალენდარი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
  • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
  • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ

ანგარიშგების პოლიტიკა

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და დასაგეგმი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიმოხილვას (თავდაპირველი ვარიანტი, გადამუშავებული ვარიანტი, საბოლოო ვარიანტი). მიმოხილვები მიზნად ისახავს წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მაკრო-ფისკალური პროგნოზები.
მიმოხილვები მზადდება შემდეგ ვადებში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენისას (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) - პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას (არაუგვიანეს 5 ნოემბრისა) - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტების საბიუჯეტო ოფისისათვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას(არაუგვიანეს 30 ნოემბრისა) - პარლამენტის მიერ განხილვის განრიგის გათვალისწინებით.

ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვას, მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მოკლე ყოველთვიურ მიმოხილვას, რომელიც მზადდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საბიუჯეტო ოფისისთვის მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და მიზნად ისახავს წარმოადგინოს დროული და ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მიმოხილვის მომზადება ხდება ინფორმაციის მიღებიდან (თვის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის ვადა) საშუალოდ, ორ სამუშაო დღეში.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიურ მიმოხილვას, სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველთვიური მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (თვის დასრულებიდან 20 დღის ვადა) საშუალოდ, ოთხ სამუშაო დღეში.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების მიმოხილვას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის (ნაზარდი ჯამით) გათვალისწინებით. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანალიზი. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადა) საშუალოდ, რვა სამუშაო დღეში, თუმცა ვადები შესაძლებელია დაკორექტირდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიშის საკომიტეტო განხილვების განრიგის შესაბამისად.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 142-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს საანგარიშგებო პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ტენდენციები და შესრულების მაჩვენებლების საქართველოში არსებულ ფისკალურ წესებთან შესაბამისობა. მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენა ხდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

 

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
ფისკალური გარემოს ანალიზისა და ფისკალური მდგრადობის კუთხით ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი ტენდენციები აგრეგირებულად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისათვის, ასევე თითოეული ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულის დონეზე ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა.

 

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. ბიუჯეტის ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2025 წლისათვის.

 

 

 

 

                                                             

 

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact