ეფექტიანი ფისკალური წესების შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის ერთ-ერთია ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგი.
ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგი განვითარებულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და მიზნად ისახავს როგორც დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას სახელმწიფოში ფისკალური წესების შესრულების თაობაზე, ასევე მდგრადი ფისკალური პოლიტიკის ხელშეწყობას.
ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს შეფასების განხორციელება დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების მიერ - იქნება ეს ფისკალური საბჭო, საბიუჯეტო ოფისი თუ სხვა უწყება.
წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს ფისკალური წესების არსს, ეფექტიანი ფისკალური წესების რაობას, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს ფისკალური წესების შესრულების მონიტორინგის საქმეში. საერთაშორისო გამოცდილების ნაწილში აღწერილია შესაბამისი ქვეყნების ფისკალური წესების მონიტორინგის პრაქტიკა. ნაშრომის ბოლო ნაწილი ეთმობა ფისკალური წესების შესრულების თემას მსოფლიო პანდემიის პირობებში.




