Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
  • რეგულირების გავლენის შეფასება

რეგულირების გავლენის შეფასება

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) წარმოადგენს წარმოდგენილი რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასების სისტემურ ჩარჩოს და საერთაშორისო პრაქტიკით, განიხილება, როგორც პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. 

არსებული რეგულაციით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ამ მიმართულებით ნორმატიულ დონეზე ვალდებულებები განსაზღვრული არ აქვს. თუმცა საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შემოწმების არსებული როლიდან გამომდინარე, 2015 წლიდან აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EU) „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ მხარდაჭერით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება ამ მიმართულებით უნარების გაძლიერება. ზემოაღნიშნული პროცესის შედეგად, 2017 წლიდან პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებულ სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით განხორციელდა/მიმდინარეობს რეგულირების გავლენის/გენდერული გავლენის შეფასების შემდეგი პროექტები (ძირითად შემთხვევებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობა გულისხმობს ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის მომზადებას):

  • საქართველოს  ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
  • საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება -  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.
  • საქართველოში დასაქმების მექანიზმის შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, GIZ-ის სამართლის პროგრამის მხარდაჭერით.
  • შრომის კანონმდებლობის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება -  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.
  • ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების რეგულირების გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
  • “სოციალური ჭრის” რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
  • "სავალდებულო იმუნიზაციის შესახებ" რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და მმართველობა განვითარებისთვის (G4G), EU პროექტის „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“  მხარდაჭერით.
  • „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
  • „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასება - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა (GGI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

 

რეგულირების გავლენის შეფასების დანერგვის მიმართულებით რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებულ იქნა რეგულირების გავლენის შეფასების სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო დოკუმენტი. 

რეგულირების გავლენის შეფასება - ნაწილი 1: არსი და საერთაშორისო გამოცდილება

რეგულირების გავლენის შეფასება - ნაწილი 2: ტექნიკური სახელმძღვანელო

 

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე დოკუმენტს რეგულირების გავლენის შეფასების მიმართულებით დაინტერესებულ მხარეთათვის და განმახორციელებელ პირთათვის და არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც ამ მიმართულებით სამართლებრივი ბაზის შემადგენელი კომპონენტი. 

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact