გენდერული სტატისტიკისა და ინდიკატორების წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს გენდერული სტატისტიკის და ინდიკატორების წარმოებისა და შეფასებისთვის და უმეტესწილად ეყრდნობა ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის (EIGE) 2019 წლის სახელმძღვანელოს და ამავე ინსტიტუტის სხვა შეფასებებსა და კვლევებს.
დოკუმენტი მიმოიხილავს გენდერული სტატისტიკის და ინდიკატორების მნიშვნელობას და მათ როლს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, საერთაშორისო გამოცდილებას გენდერული ინდიკატორების და სტატისტიკის შემუშავების მიმართულებით, ასევე გენდერული თანასწორობის ფუძემდებელი საერთაშორისო პლატფორმების მუშაობის სფეციფიკას, გენდერული სტატისტიკის წარმოების გამოცდილებას და გენდერის როლს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგში. აღნიშნული დოკუმენტის ყველაზე დიდ ნაწილს მოიცავს გენდერული სტატისტიკისა და ინდიკატორების შემუშავების მნიშვნელოვანი საფეხურები და კრიტერიუმები, ისევე როგორც შესაბამის სფეროებში პრაქტიკული მაგალითები ინდიკატორებთან მიმართებაში.




