Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ანგარიშგების პოლიტიკა
  • მაკროეკონომიკური პროგნოზები
  • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
  • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა

ანგარიშგების პოლიტიკა

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა მაკროგარემოს ანალიზის მიმართულებით ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

მაკროეკონომიკური პროგნოზები

მისი, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლიდან და არსებული მანდატიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ერთი მხრივ, აფასებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გამოყენებულ ოფიციალურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ხოლო მეორე მხრივ, ამზადებს დამოუკიდებელ წლიურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის სრული მაკროეკონომიკური ჩარჩოსათვის. მაკროპროგნოზების საფუძვლიანობის შეფასება გულისხმობს გამოყენებული ეკონომიკური დაშვებებისა და გასული პერიოდის ტენდენციების ანალიზს, ასევე შედარებას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ და სხვა ინსტიტუციების პროგნოზებთან. რაც შეეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებს, ოფისის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი  (PBOMFM) არის თავსებადი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund) ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის მოდელის სტრუქტურასთან, რომელიც ეკონომიკური თეორიებიდან გამომდინარე ერთმანეთთან აკავშირებს ოთხ ძირითად სექტორს:

  • რეალური სექტორი
  • ფისკალური სექტორი
  • საგარეო სექტორი
  • მონეტარული სექტორი.

დეტალურად პროგნოზირების მოდელის შესახებ იხ. მეთოდოლოგიური განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ.

საქართველოს საბიუჯეტო ციკლის, უფრო დეტალურად კი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე და 38-39-ე მუხლებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების გათვალისწინებით, მაკროპროგნოზების განახლება ხდება წელიწადში ოთხჯერ. განახლების ვადები ასევე ითვალისწინებს პროგნოზებისათვის საჭირო მონაცემების გამოქვეყნების ვადებს:

  • საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს პარლამენტისათვის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის პარალელურად, ინფორმაციის განხილვის ვადების გათვალისწინებით;
  • საქართველოს პარლამენტისათვის შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის წარდგენის პარალელურად, დოკუმენტების განხილვის ვადების გათვალისწინებით (იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პრაქტიკით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი, იყენებს მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის გეგმას, როგორც ეგზოგენურ ცვლადს, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი წარდგენის პარალელურად, ხორციელდება მაკროპროგნოზების ნაწილობრივი განახლება მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის განახლებული გეგმის პროგნოზებში ინტეგრაციით).

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინტერესებულ მხარეთათვის ოპერატიული საპროგნოზო მაჩვენებლების მისაწოდებლად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ეკონომიკური ზრდის კვარტალურ პროგნოზებს, საშუალოდ, საანგარიშო კვარტლის დაწყებიდან 1.5 თვის ვადაში.

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

  • მაკროგარემოს ძირითადი ტენდენციების მოკლე ყოველთვიურ მიმოხილვას. მონაცემების გამოქვეყნების ვადების გათვალისწინებით, მიმოხილვის მომზადება ხდება თვის დასრულებიდან საშუალოდ, 10 დღის ვადაში (უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების გამოქვეყნების ვადების გათვალისწინებით, ცალკეული ინდიკატორები მიმოხილვაში წარმოდგენილია საანგარიშოს წინა თვის მდგომარეობით).
  • მაკროგარემოს ძირითადი ტენდენციების კვარტალურ მიმოხილვას. მონაცემების გამოქვეყნების ვადების გათვალისწინებით, მიმოხილვის მომზადება ხდება კვარტლის დასრულებიდან საშუალოდ, 40 დღის ვადაში (უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების გამოქვეყნების ვადების გათვალისწინებით, ცალკეული ინდიკატორები მიმოხილვაში წარმოდგენილია საანგარიშოს წინა კვარტლის მდგომარეობით).
  • მაკროგარემოს ძირითადი ტენდენციების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს საანგარიშგებო პერიოდისათვის ეკონომიკის 4-ივე სექტორისათვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინდიკატორების დინამიკა და ცალკეული საყურადღებო ასპექტები. მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენა ხდება მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პარლამენტის მიერ განხილვის ვადების გათვალისწინებით, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. მაკროგარემოს ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2025 წლისათვის.         

 

 

                                                                                                                       

                

     

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact