Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

ჩვენი როლი და მანდატი

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი წარმოადგენს პარლამენტის სისტემაში არსებულ დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციას, რომლის უმთავრესი მიზანია აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზით, კვლევითა და შეფასებით ხელი შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და შესაბამისად, ფისკალურ მდგრადობას საშუალო/გრძელვადიანი პერიოდისათვის.


საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საბიუჯეტო ოფისი პირველად 1997 წელს შეიქმნა, თუმცა 2005 წლიდან ოფისი ექვემდებარებოდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საბიუჯეტო ოფისისათვის 2014 წელი გარდამტეხი ცვლილებებისა და გამოწვევების წელია. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საქმიანობის საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით საბიუჯეტო ოფისის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დეკლარირებულ ძირითად პრინციპებს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისათვის: ოფისი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად, განისაზღვრა დამოუკიდებლობის გარანტიები, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა. არსებული ცვლილებების შემდგომ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის გარანტიებს მის საქმიანობაში.
რეფორმის შემდგომ, მისი, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის მანდატის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ძირითადი ფუნქციებია:

  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის პროცესის, ბიუჯეტის კანონში შესატანი/შეტანილი ცვლილებების, აგრეთვე საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ძირითადი ტენდენციების პერიოდული მიმოხილვა;
  • ფისკალური პოლიტიკის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულ ფისკალურ ლიმიტებთან და საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის კურსთან შესაბამისობის ანალიზი, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, საშუალოვადიანი პერიოდისათვის დამოუკიდებელი ფისკალური პროგნოზების მომზადება;
  • ფისკალური პოლიტიკისა და საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე კვლევების მომზადება;
  • ეკონომიკური გარემოს ძირითადი ტენდენციების პერიოდული ანალიზი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საბიუჯეტო აგრეგატების საფუძვლად გამოყენებული ოფიციალური მაკროეკონომიკური საპროგნოზო მაჩვენებლების საფუძვლიანობის შეფასება, აგრეთვე მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდებისათვის დამოუკიდებელი მაკროეკონომიკური პროგნოზების მომზადება;
  • მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე კვლევების მომზადება;
  • პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიაციტივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განმარტებით ბარათში ფინანსური დასაბუთების სახით წარდგენილი ინფორმაციის შემოწმება წინასწარ განსაზღვრული და საჯაროდ ხელმისაწვდომი კრიტერიუმების შესაბამისად და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • არსებული დროითი და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მომთხოვნთან შეთანხმების საფუძველზე, კანონპროექტის შემუშავებამდე, შემუშავების პროცესში და განხილვის დროს პარლამენტის წევრთა შესაბამისი ფინანსური გათვლებით უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში და არსებული დროითი და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, პარლამენტის აპარატის მიერ შესაბამისი ინიციატივების რეგულირების გავლენის შეფასების პროცესის ხელშეწყობა.

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულება.

 

საერთაშორისო პრაქტიკით დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ფუნქციებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო.

 

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact