ჯანსაღი ფინანსური სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია. ფინანსური სტაბილურობა როგორც გლობალურად, ისე ცალკეულ ქვეყნებში ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს პროდუქტიულობას, რაც ინვესტირების და დანაზოგებისთვის ქმნის შესაბამის ნდობას მოსახლეობაში. ძლიერი საბანკო სისტემები და კაპიტალის ბაზრები ეფექტიანად ახდენენ სახსრების მიმართვას მათი ყველაზე პროდუქტიული გამოყენებისკენ, ეხმარება მთავრობებს საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნებაში და უსაფრთხოდ უზრუნველყოფს გადახდებს საზღვრებს გარეთ.
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს მონეტარული სექტორის მდგომარეობას 2023 წელს, დეტალურად აღწერს საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატს და როლს მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ნაშრომში მიმოხილულია საფინანსო სექტორის ძირითადი მონაწილეების — ფინანსური ინსტიტუტების და ფინანსური ბაზრების მდგომარეობა, ისევე როგორც კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები და მოზიდული დეპოზიტები. ნაშრომში, აგრეთვე, შეფასებულია 2023 წელს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები და მათი ზღვრებთან შესაბამისობა. განხილულია ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები და შესაბამისი გამოწვევები.




