ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით მიმდინარე წლის 9-11 ივნისს, კახეთში, დაინტერესებული მხარეებისათვის ჩატარდა გასვლითი ტრენინგი კანონპროექტის
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აქტიურად არის ჩართული საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების
მიმდინარე წლის 21 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შემფასებელთა მისიამ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მისიის ინტერესს წარმოადგენდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა, მიღწევები და მიმდინარე აქტივობები როგორც ბიუჯეტის ანალიზის, ასევე მაკროეკონომიკური ანალიზისა და კანონპროექტების ფინანსური გავლენის შეფასების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის მონიტორინგის უზრუნველყოფის საკითხს, რომელსაც საბიუჯეტო ოფისი 2020 წლიდან ახორციელებს (იხ. ანგარიშები). განხილულ იქნა ასევე საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული თვითშეფასების ანგარიში.
ამასთან, განხილულ იქნა მოქალაქეთათვის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით საბიუჯეტო ოფისის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, ბიუჯეტის ანალიზის შედეგების წარმოდგენა ინფოგრაფიკების მეშვეობით, პრაქტიკული მაგალითებით და მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე შემუშავებული სახელმძღვანელოები, კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების დამხმარე ვიდეორგოლი და სხვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ შემუშავდება ანგარიში, სადაც აისახება ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით.
მიმდინარე წლის 3-7 აპრილს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნული აკადემიის ორწლიანი დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის" (EU4Gender Equality Reform Helpdesk) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 27-28 და 30-31 მარტს დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება".
ტრენინგს უძღვებოდა გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტი - დოქტორი ელიზაბეტ კლატზერი.
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე, უწყების გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები (gender focal points).
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკას, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე როგორც საბიუჯეტო, ასევე საგადასახადო პოლიტიკის ჭრილში, ჯგუფურ ფორმატში იმსჯელეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის პროცესში საქართველოში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, განიხილეს სექტორებისა და შესაბამისი პროგრამების გენდერული მნიშვნელობისა და მგრძნობელობის საკითხები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, შორენა კახიძემ მონაწილეობა მიიღო ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმა რეფორმეტრის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასების საკითხებს მიეძღვნა.
მიმდინარე წლის 6-8 დეკემბერს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ჩართულობითა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები".
ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ორგანიზებით მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერს - კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში" დაინტერესებული მხარეებისათვის
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ნათია სუარიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით Williams College-ში 2022-2023 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. აღნიშნული პროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის ეკონომიკის განვითარების პროცესის უკეთ შესწავლა და შესაბამისი ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით მისი გაანალიზება, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზისთვის.