Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე გასვლითი შეხვედრა ჩატარდა

  • ორშაბათი, 07 ნოემბერი 2022 10:38
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე გასვლითი შეხვედრა ჩატარდა

ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  ორგანიზებით მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერს -  კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ დაინტერესებული მხარეებისათვის ჩატარდა ტრენინგი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების თაობაზე.

ევროკავშირის პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ 2019 წლიდან მიმდინარეობს და ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების გზით უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელების ტექნიკურ მხარდაჭერას.

ტრენინგის დაგეგმვა განაპირობა კანონპროექტების ავტორების/ინიციატორების მხრიდან განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების საკითხისადმი მზარდმა ინტერესმა.

ტრენინგი განკუთვნილი იყო სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული და საფინანსო/ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან კანონპროექტების განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადებაში.

ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შორენა კახიძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან მოწვეული  იყო საერთაშორისო ექსპერტი ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტირების თემებზე ანა სტანკაიტიენე. ტრენინგში თანატრენერებად ჩართულნი იყვნენ საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების წარმომადგენლები: ჯუნა გერსამია და მარიამ კახიძე.

ტრენინგზე განხილული იყო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მე-7 მიზნის "საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება" ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები“.

მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება სიღრმისეულად გაცნობოდნენ კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციები/პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და მისი როლი საკანონმდებლო პროცესში, საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სამართლებრივი საფუძვლები, განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის სტრუქტურა, საკანონმდებლო პროცესი და მისი კავშირი საბიუჯეტო პროცესთან, საშუალოვადიანი დაგეგმარება, მისი მნიშვნელობა და საკანონმდებლო ინიციატივის კავშირი საშუალოვადიან დაგეგმარებასთან და დაფინანსების წყაროები, სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის დაფინანსების წყაროს განსაზღვრა.

მეორე დღეს აქცენტი გაკეთდა საკანონმდებლო ინიციატივის გავლენაზე, ბიუჯეტის საშემოსავლო/საგადასახადო ნაწილზე და შემოსავლებისა და ხარჯების სახეებზე. ასევე განხილული იყო სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების ცნება, მისი სახეები და საკანონმდებლო ინიციატივის კავშირი ახალ ფინანსურ ვალდებულებებთან.

ტრენინგის მესამე დღე გახსნა ევროკავშირის მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა ანა სტანკაიტიენემ, რომლის სასაუბრო თემა იყო პოლიტიკის დოკუმენტების ხარჯებისა და ბიუჯეტის დადგენა და მისი შედარება საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასებასთან. დღის მეორე ნახევარი კვლავ წარიმართა შორენა კახიძის მიერ, რომელმაც ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული ქმედებების პირდაპირი კავშირზე ფიზიკური და იურიდიული პირებთან და მათ ფინანსურ შედეგებთან. ასევე განიმარტა შესაბამის ბიუჯეტში კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცნება და მისი განსაზღვრის პრინციპი.

ტრენინგის განმავლობაში, ყოველი დღის ბოლოს, მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ  პრაქტიკულ დავალებებზე ცალკეული კანონპროექტების განმარტებითი ბარათების ფინანსური დასაბუთების კუთხით, ჯგუფურ ფორმატში განიხილავდნენ კონკრეტულ მაგალითებს და წარმოადგენდნენ შესრულებული დავალებების შედეგებს. აღნიშნულმა აქტივობებმა მონაწილეებს ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მისცა. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ონლაინ ფორმატში შეემოწმებინათ მიღებული ცოდნა ტრენერის მიერ შემოთავაზებული სახალისო გამოკითხვის საშუალებით. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გალერეა

  • Click to enlarge image p1gh8rvla111eg121u6u13tr7i64.jpg
  • Click to enlarge image p1gh8rvla2eogna3quv16hk8ii6.jpg
  • Click to enlarge image p1gh8rvla2uga198n1ch1193gniq5.jpg
  • Click to enlarge image p1gh8rvla3126d16em1tfa1sk79689.jpg
  • Click to enlarge image p1gh8rvla38tu1e8dqm22kh19lf8.jpg
  • Click to enlarge image p1gh8rvla3pe916i886a1gjuj8k7.jpg
  •  
View the embedded image gallery online at:
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/871-2022-11-07-10-45-04#sigProGalleria6e76045210

Tweet
back to top

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact