2015 წლის 15 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თათია ხეთაგურს და მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსს ბატონ ლაშა ქავთარაძეს.
გიორგი ჯერენაშვილის მუშაობის პერიოდი გარდამტეხი იყო საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საქმიანობის საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
2015 წლის 20 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილებას ლაშა ქავთარაძე უხელმძღვანელებს. ის არის სადოქტორო კანდიდატი სახელმწიფო ფინანსებში მაკროეკონომიკის მიმართულებით Università Cattolica del Sacro Cuore-ში, ქ. მილანი, იტალია. გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტენსიური კურსები მაკროეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებში. მას აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში. არის მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს სალექციო კურსებს - ეკონომეტრიკა და ეკონომიკის სექტორული ანალიზი და სტაბილიზაციის პოლიტიკა.
მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარი ებანოიძის, საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსის თათია ხეთაგურისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) წარმომადგენლის ინგა სინჯიკაშვილის შემადგენლობით, მიიღო მონაწილეობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის მე-7 შეხვედრაში.
საბიუჯეტო პროცესი და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი იყო ის ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა შორენა კახიძემ სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა ახალგაზრდებს პრეზენტაციის სახით სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი სამართლებრივი საფუძვლები, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მანდატი და ამ ჭრილში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები გააცნო.
ბიუჯეტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტრუმენტზე საუბრისას, შორენა კახიძემ ყურადღება მთავრობის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის რეგულირების განხორციელებასა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, ქვეყნის საკანონმდებლო შტო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურადაა ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის, მომზადებისა და დამტკიცების ყველა ეტაპზე.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit-GIZ) „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გერმანელი ექსპერტი იურგენ შაცი ესტუმრა.
2015 წლის 10 თებერვალს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ჯერენაშვილმა, ოფისის დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (რომელსაც ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი) წარუდგინა შესათანხმებლად 2015-2018 წლების სტრატეგიული განვითარებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმები და ისაუბრა ოფისის საშუალოვადიან სტრატეგიულ მიზნებზე, მიზნების მისაღწევ ამოცანებზე და 2015 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე.
2014 წლის 19 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესების ხელშეწყობის განყოფილების უფროსს, ქალბატონ შორენა კახიძეს.
2014 წლის 16 - 19 დეკემბერს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(Deutsche Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit-GIZ) „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გერმანელი ექსპერტი იურგენ შაცი ესტუმრა.
დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულთ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.