დღეს, 30 მარტს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა" მიერ გაიმართა სემინარი თემაზე „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია".
მიმდინარე წლის 26 მარტს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა“ მიერ გაიმართა სემინარი თემაზე „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია“.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში ,,ბიზნეს კონტაქტი“ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ თებერვლის თვის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაზე ისაუბრა
დღეს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე და გიორგი გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომელიც მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების ალტერნატიული საპროგნოზო მაჩვენებლები. მეთოდოლოგიური გამჭირვალობის თვალსაზრისით ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ,,განმარტება მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში ,,ბიზნეს კონტაქტი“ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრა
მოგახსენებთ, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების კალენდარი, რომელიც ასახავს როგორც ბიუჯეტის ანალიზის, ისე მაკროეკონომიკური ანალიზის მიმართულებისათვის
მოგახსენებთ, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყო ახალი პროექტი „ვიდეო განმარტებები ძირითადი მაკროეკონომიკური კონცეფციებისა და საჯარო ფინანსების მართვის შესახებ“. პროექტი მიზნად ისახავს მოკლე ვიდეო პრეზენტაციების სახით წარმოადგინოს ის ძირითადი კონცეფციები, რომელთა განმარტებაც შესაძლოა საინტერესო იყოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროდუქტების მომხმარებლებისთვის. ვიდეო განმარტებები იხილეთ ბმულის სახით: www.pbo.parliament.ge/მთავარი მენიუ/სასარგებლო ინფორმაცია/ვიდეო განმარტებები
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფმა ექსპერტმა, პიტ ფონტეინმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა სემინარი თემებზე:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის" კანონის პროექტის შესახებ საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში განხილულ საკითხებზე. თათია ხეთაგურის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გაზიარებას და პროცესის გამჭვირვალობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვის წინაპირობაა.