პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, შორენა კახიძემ მონაწილეობა მიიღო ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმა რეფორმეტრის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასების საკითხებს მიეძღვნა.
შორენა კახიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის შესახებ, გააცნო საბიუჯეტო ოფისის მიერ რეგულირების გავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის პროცესში განხორციელებული აქტივობები, საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით საბიუჯეტო ოფისის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრაში მონაწილე პირების შეფასებები აისახება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც მალე გამოქვეყნდება.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/926-ria#sigProGalleria05738e04f9

