მიმდინარე წლის 5-8 აპრილს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა თათია ხეთაგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" PFM-ის მრჩეველმა ინგა სინჯიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–9 ყოველწლიურ შეხვედრაში რომელიც გაიმართა ედინბურგში, შოტლანდიაში.
სიახლე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისაგან: წლიურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან ერთად, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იწყებს ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზების გამოქვეყნებას.
მიმდინარე წლის 11-12 მარტს ვესტმინისტერის დემოკრატიის ფონდის(Westminster Foundation for Democracy) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით გაიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების რეგიონალური სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით გამოცდილების გაზიარებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო ოფისებს შორის სამუშაო რეჟიმში იდეების, მიღწევებისა და გამოწვევების ურთიერთგაცვლა. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის, უკრაინის და ლიბანის საბიუჯეტო ოფისების წარმომადგენლები. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, თათია ხეთაგურმა დამსწრეთ გააცნო ინფორმაცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლისა და მანდატის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, დამატებითი კვლევითი პუბლიკაციების და ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ.
საქართველოს დელეგაცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს, სამდღიან ვიზიტს დღეს დაასრულებს.
ვიზიტი, რომლის მიზანია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება, ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, გაეროსა და ევროკავშირის საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი თათია ხეთაგური და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათა ხეთაგური საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯესი ბიდლი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში, Tetra Tech ARD-ის დემოკრატიის და მმართველობის განყოფილების წარმომადგენელი; დევიდ სმიტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში, პროგრამის ხელმძღვანელი; ნინო ვარდოსანიძე, პროექტის ფარგლებში საკანონმდებლო და ზედამხედველობის პროგრამის მენეჯერი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) წარმოადგენს ხუთწლიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად იმყოფებოდა ექსპერტი, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზი მიმართულების ყოფილი დირექტორი პიტ ფონტეინი. შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეპორტინგი სახელმწიფო ბიუჯეტის აგეგმვის ეტაპზე;
• აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით;
• აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება საგადასახადო შემოსავლების მართვის მიმართულებით;
• აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება კაპიტალური აქტივების მართვის მიმართულებით
სემინარზე ასევე შეთანხმებულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები
მიმდინარე წლის 8-11 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით ქ. ბორჯომში გაიმართა რეგიონალური სემინარი სახელწოდებით „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს როლი საბიუჯეტო ზედამხედველობის პროცესში“. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის და მთავრობის საფინანსო კონტროლის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ზემოაღნიშნული ინსტიტუციების როლის შესახებ ორი ქვეყნის გამოცდილების განხილვა და გაზიარება. საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit – GIZ) წარმომადგენლები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK OBR) ექსპერტებს კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელს მარკ დემბოვიცს, საგადასახადო და ფისკალური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელს ჯონ რაილის და ეკონომიკური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელს ტომ პაიბუსს შეხვდა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) სტრატეგიულ თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური და საბიუჯეტო ოფისის წევრები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის, პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის, საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხეთაგურის წარმომადგენლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ)