საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აქტიურად არის ჩართული საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების მიერ ინიცირებულ სამუშაო ჯგუფებში საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით რეგულირების ზეგავლენის შეფასების არაერთი ანგარიში მომზადდა. გარდა ამისა, საბიუჯეტო ოფისი პერიოდულად ამზადებს თემატურ პუბლიკაციებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, რეგულირების და გენდერული ზეგავლენის შეფასების თემებზე.
რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, მ.შ. რეგულირების გავლენის შეფასების ექსპერტების გამოცდილებასთან მიმართებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ევროპის საპარლამენტო კვლევის და დოკუმენტაციის ცენტრის (ECPRD) ფარგლებში, სხვა ქვეყნებში არსებული RIA-ს ექსპერტების სერტიფიცირების პრაქტიკას, საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა მოამზადა დაიჯესტი „რეგულირების გავლენის შეფასების (RIA-ს) ექსპერტების სერტიფიცირების საერთაშორისო გამოცდილება“. დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკა.
საბიუჯეტო ოფისი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს თანამშრომლობისთვის.
ვრცლად იხილეთ დაიჯესტი:

