Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ,,2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტის განხილვაში

ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 11:47
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ,,2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტის განხილვაში

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის

ვრცლად

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 13:33
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2015 წლის 24-26 სექტემბერს, ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის (Westminster Foundation for Democracy) ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგკურსი თემაზე პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობა. გარდა პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის ძირითადი მიზნებისა, სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ბიუჯეტის ძირითადი ცნებები, პროგრამული ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების თავისებურებები. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, მან პრეზენტაცია გააკეთა საბიუჯეტო ოფისის

ვრცლად

პარლამენტის სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან

პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:41
პარლამენტის სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს „USAID - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებსა და კომიტეტების წარმომადგენლებთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმიანობის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის, როგორც ძირითადი დაინტერესებული მხარის მოსაზრებების გაზიარებას საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საბიუჯეტო ოფისის და ძირითადი პროდუქტების შესახებ, სამომავლოდ აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დასრულებული ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო ფინანსების შესახებ, მაკროეკონომიკური გარემოს პერიოდული მიმოხილვის ფორმატი და ასევე გააცნო საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების

ვრცლად

სემინარი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში"

ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 12:04
სემინარი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში"

მიმდინარე წლის 25-26 აგვისტოს ,,ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში" პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფმა ექსპერტმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა მანუჩარ მოხთარიმ საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ორდღიანი სემინარი თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები.
სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა სახელმწიფო ინვესტიციების შეფასება (ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი), მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზი, მაკროეკონომიკური მოდელირება და ანალიზი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ვრცლად

სემინარი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში"

ორშაბათი, 24 აგვისტო 2015 12:09
სემინარი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში  ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში"

2015 წ. 25-26 აგვისტოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში" პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფი ექსპერტი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ მოხთარი ჩაატარებს ორდღიან სემინარს თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები.

ვრცლად

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში საბიუჯეტო ოფისს ექსპერტის რანგში პროფესორი მანუჩარ მოხთარი სტუმრობს

ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 09:50
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში საბიუჯეტო ოფისს ექსპერტის რანგში პროფესორი მანუჩარ მოხთარი სტუმრობს

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში  ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკა და მართვის რეფორმები საქართველოში" საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ექსპერტის რანგში პროფესორი მანუჩარ მოხთარი სტუმრობს. ვიზიტი ძირითადად

ვრცლად

შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან

სამშაბათი, 07 ივლისი 2015 09:17
შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან

მიმდინარე წლის 7 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წევრებსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის და მთავრობის საფინანსო კონტროლის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმების შესახებ ორი ქვეყნის გამოცდილების განხილვა და გაზიარება. საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნოდარ ებანოიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit – GIZ) წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური.

ვრცლად

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან

სამშაბათი, 30 ივნისი 2015 14:36
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან

 

2015 წლის 30 ივნისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის მხრიდან საბიუჯეტო კონტროლის გაძლიერების პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, როგორც პარლამენტის სისტემაში არსებული დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს როლის განხილვას, ასევე აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის ძირითადი

ვრცლად

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხეთაგურის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან

ორშაბათი, 22 ივნისი 2015 10:11
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხეთაგურის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან

 

მიმდინარე წლის 15-18 ივნისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესსა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან, მათ შორის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დირექტორის მოადგილესთან - ბობ სანშაინთან და ბიუჯეტის ანალიზის,

ვრცლად

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე ფისკალური გარემოს მიმოხილვა წარადგინა

პარასკევი, 12 ივნისი 2015 07:11
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე ფისკალური გარემოს მიმოხილვა წარადგინა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე ფისკალური გარემოს მიმოხილვა წარადგინა ,,ფისკალური გარემოს მიმოხილვა“ მიზნად ისახავს ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების ანალიზს იმისათვის, რომ შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის როლი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, ასევე შეაფასოს ფისკალური რისკები და ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში. კერძოდ, დოკუმენტში განხილულია ნაერთი ბიუჯეტის დონეზე შემოსულობების და გადასახდელების დინამიკა; საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეფასებულია ძირითადი ფისკალური ინდიკატორები, მათ შორის წარმოდგენილია სტრუქტურული და ციკლურად კორექტირებული ბალანსის დინამიკა, რათა შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის როლი მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის; შესწავლილია მაკროეკონომიკური ცვლადების განსხვავებული განვითარების გავლენა საშუალოვადიან ფისკალურ მდგრადობაზე.

ვრცლად
  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • შემდეგი
  • End

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact