Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

ფრაქციების წარმომადგენლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე ტრენინგი ჩატარდა

  • ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2022 15:55
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
ფრაქციების წარმომადგენლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 6-8 დეკემბერს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ჩართულობითა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები“.

ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს პარლამენტის ფრაქციების თანამშრომლებისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კანონპროექტების განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადებაში. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება სიღრმისეულად გაცნობოდნენ კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

ტრენინგის განმავლობაში, ფრაქციების წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ პრაქტიკულ ქეისებზე ცალკეული კანონპროექტების განმარტებითი ბარათების ფინანსური დასაბუთების კუთხით, ჯგუფურ ფორმატში განიხილავდნენ კონკრეტულ მაგალითებს და წარმოადგენდნენ შესრულებული აქტივობების შედეგებს. აღნიშნულმა აქტივობებმა მონაწილეებს ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მისცა. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ონლაინ ფორმატში შეემოწმებინათ მიღებული ცოდნა ტრენერის მიერ შემოთავაზებული სახალისო გამოკითხვის საშუალებით.

ტრენინგს უძღვებოდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი შორენა კახიძე, თანატრენერებად ჩართულნი იყვნენ ამავე განყოფილების წარმომადგენლები: ჯუნა გერსამია და მარიამ ფიფია.

გალერეა

  • Click to enlarge image p1gk8mvb9j1shu26757g1001ri54.jpg
  • Click to enlarge image p1gk8mvb9jams1ar7q7019tvaut5.jpg
  • Click to enlarge image p1gk8mvlmgh891iidtcjcg519n16.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n0hf61l0ecls27d10ov1k3s7.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n0hf71opnqkn122516hs9rs8.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n0hf7ti81g4d14aph4lns49.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n0hf81aq71n92220103pa4fa.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n1d57tton6q1no36t1a3li.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n1d584ek1cr19o99pn17g9j.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n1d58s9a1s9s15lf70psjck.jpg
  • Click to enlarge image p1gk8n1d591aupvnkjhv1i0k18fkl.jpg
  •  
View the embedded image gallery online at:
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/887-2022-12-14-15-57-18#sigProGalleria0aff20aa18

Tweet
back to top

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact