პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფისკალური გარემოს საშუალოვადიანი გეგმა განსხვავებული მაკროეკონომიკური სცენარებით, საგადასახადო შემოსავლების კანონპროექტით წარმოდგენილი საპროგნოზო მაჩვენებლები და ძირითადი ფისკალური ინდიკატორების საპროგნოზო დინამიკა 2016 წლისთვის.
(იხ. ვიდეო)

