Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • ჩვენი როლი და მანდატი
  • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • არქივი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მადლობას უხდის გიორგი ჯერენაშვილს საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის, ასევე რეფორმირების პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

  • პარასკევი, 01 მაისი 2015 07:16
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მადლობას უხდის გიორგი ჯერენაშვილს საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის, ასევე რეფორმირების პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

გიორგი ჯერენაშვილის მუშაობის პერიოდი გარდამტეხი იყო საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საქმიანობის საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, შემუშავდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საშუალოვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2015-2018 წლებისათვის, რომელიც ასახავს იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელთა ეტაპობრივი განხორციელებაც უზრუნველყოფს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის დამკვიდრებას არსებულ ფისკალურ არქიტექტურაში; ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე; შემუშავდა სტანდარტული ანგარიშგების ფორმატი, რომლის საფუძველზეც დაიწყო შესაბამისი ანგარიშების მომზადება; დაიწყო მუშაობა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზების მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის უმთავრესი მიზნის-ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობის პრაქტიკაში განხორციელებას; მომზადდა მეთოდოლოგიური განმარტებები ფისკალურ პოლიტიკასა და მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე; საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის დახვეწისათვის მომზადდა პირველადი შიდა პოლიტიკა; გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მაღალპროფესიული ორგანოს ცნობადობის ზრდისაკენ დაინტერესებულ შიდა და გარე მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებით, კერძოდ შემუშავდა დამოუკიდებელი საიტი, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში, ასევე დამყარებულ იქნა კომუნიკაცია მსოფლიო ბანკის პარლამენტის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში შექმნილ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების გლობალურ ჯგუფთან.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი გიორგი ჯერენაშვილს წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში და მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს დაწყებული რეფორმირების პროცესი, რაც უზრუნველყოფს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩამოყალიბებას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციად.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობას შეასრულებს თათა ხეთაგური - ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი.

Tweet
back to top

 

სიახლეების არქივი

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact