,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მიხედვით შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 173 მლნ ლარით (1.7%-ით) და შეადგენს 10,318 მლნ ლარს.
კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლის ცვლილება ითვალისწინებს საგარეო წყაროდან - გრანტებისა და კრედიტების სახით მოზიდული სახსრების და აგრეთვე, საშინაო წყაროდან - საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების მაჩვენებლის ცვლილებას (საგადასახადო და სხვა შემოსავლების, ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების გეგმური მაჩვენებლები უცვლელია. შედეგად, შემოსავლების მაჩვენებელი მცირდება 8 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების სიდიდე იზრდება 181 მლნ ლარით).
ვალის მდგრადობის ანალიზი არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში პასუხობს კითხვაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყნისათვის (ან/და მთავრობისათვის) მოემსახუროს ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. უმეტეს შემთხვევებში, ანალიზი არ განიხილავს ისეთ სიტუაციას, სადაც აუცილებელია ვალის რესტრუქტურიზაცია, ვალაუვალობის გამოცხადება (დეფოლტი) ან/და არსებული ფისკალური პოლიტიკის არსებითი ცვლილება.
• ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2016 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 3%; ინფლაცია 5.5%. აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, 2016 წლისათვის მიმდინარე წელთან მიმართებაში გათვალისწინებულია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების ზრდა 673.4 მლნ ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) შემცირება 62.3 მლნ ლარით.
• გარდა ზემოაღნიშნულისა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან ერთვის ინფორმაცია ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების შესახებ, რომელიც ასახავს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარების ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს. ასევე საყურადღებოა, რომ ფისკალური სექტორის რისკების შესახებ ინფორმაცია მოიცავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებთან დაკავშიებულ ინფორმაციასაც.
იხილეთ დანართი:
იხილეთ დანართი:

24-10-2025
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...