• ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს კორექტირებულ მაჩვენებლებს 2015 წლისთვის.
• ეკონომიკური გარემოს საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ცალკეული დისკრეციული გადაწყვეტილებების გავლენით, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ცვლილების პირველი წარდგენით წარმოდგენილ აგრეგატულ მაჩვენებლებთან მიმართებაში კორექტირებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ითვალისწინებს შემოსულობების (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) ცვლილებას როგორც აგრეგატულ (ზრდას 25 მლნ ლარით), ისე კომპონენტების დონეზე, კერძოდ, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის გეგმასთან შედარებით გათვალისწინებულია შემოსავლების შემცირება 139.1 მლნ ლარით, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლის შემცირების გავლენით (200 მლნ ლარის ოდენობით) და არაფინანსური აქტივების კლების კომპონენტის გეგმური მაჩვენებლის ზრდა 150 მლნ ლარით. ამასთან, გათვალისწინებულია საგარეო წყაროდან სახსრების ზრდა გრანტების 40.9 მლნ ლარით და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 185.0 მლნ ლარით.
2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნებში ასახულ იქნა 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზები 2014 წლისთვის მოსალოდნელი საგადასახადო შემოსავლების შესახებ განსხვავებული დაშვებების გათვალისწინებით. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლების სრულყოფილად შეფასებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების განსხვავებული განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელი გადახრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ქვემოთ წარმოდგენილი ანგარიში ასახავს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ საგადასახადო შემოსავლების განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს, 2014 წლის საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების განსხვავებული განვითარების შემთხვევებისთვის.
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ძირითადად შესაბამისობაშია ფისკალური პოლიტიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან საშუალოვადიანი პერიოდისათვის. კერძოდ ისევე როგორც პირველი წარდგენისას, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ნომინალურ გამოსახულებაში დაფინანსების ყველაზე მასშტაბური ზრდა გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტებისათვის: რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი (201.6 მლნ ლარი), ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(170 მლნ ლარი), თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (166.6 მლნ ლარი), განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება (141 მლნ ლარი), სოფლის მეურნეობა(72 მლნ ლარი).
იხილეთ დანართი:
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ძირითადად შესაბამისობაშია ფისკალური პოლიტიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან საშუალოვადიანი პერიოდისათვის. კერძოდ, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ყველა დიდი ზრდა გათვალისწინებულია რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმის(176 მლნ ლარი), ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის(160 მლნ ლარი), განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადების(86 მლნ ლარი), სოფლის მეურნეობის(70 მლნ ლარი) პრიორიტეტებისათვის. ამავდროულად გათვალისწინებულია ბიუჯეტის როგორც საოპერაციო, ისე მთლიანი სალდოს გაუმჯობესება და ფისკალური დეფიციტის შემცირება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით.
შემაჯამებელი მიმოხილვა
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებთან დაკავშირებით:
• საბიუჯეტო ოფისი მიზანშეწონილად მიიჩნევს სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო რეგულირების საკითხების საბიუჯეტო კოდექსის ჩარჩოებში მოქცევას, რამდენადაც, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების მართვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.
კერძოდ: წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ფინანსების კონსოლიდირებული მართვის მიზნით კონსოლიდირების პრინციპი გავრცელდება ყველა დონის ბიუჯეტების გადასახდელებზე. ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცევა ყველა დონის ბიუჯეტის და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის (მ.შ. სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და ასევე ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულების) შემოსულობები და გადასახდელები. საბიუჯეტო კოდექსის რეგულაციის ქვეშ ექცევა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო პროცესის ეტაპები ყველა საბიუჯეტო დონეზე და შესაბამისად ხორციელდება ყველა დონის ბიუჯეტების დაგეგმვის და შესრულების პროცესის სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან სისტემაში მოქცევა.
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ძირითადად შესაბამისობაშია ფისკალური პოლიტიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან საშუალოვადიანი პერიოდისათვის. კერძოდ, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ყველა დიდი ზრდა გათვალისწინებულია რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმის (139 მლნ ლარი), ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის(98 მლნ ლარი), განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადების (59 მლნ ლარი), სოფლის მეურნეობის (30 მლნ ლარი) პრიორიტეტებისათვის. ამავდროულად გათვალისწინებულია ბიუჯეტის როგორც საოპერაციო, ისე მთლიანი სალდოს გაუმჯობესება და ფისკალური დეფიციტის შემცირება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით.

24-10-2025
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...