Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა (მეორე წარდგენა)

  • ოთხშაბათი, 15 ივლისი 2015 13:31
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

• ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს კორექტირებულ მაჩვენებლებს 2015 წლისთვის.
• ეკონომიკური გარემოს საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ცალკეული დისკრეციული გადაწყვეტილებების გავლენით, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ცვლილების პირველი წარდგენით წარმოდგენილ აგრეგატულ მაჩვენებლებთან მიმართებაში კორექტირებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ითვალისწინებს შემოსულობების (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) ცვლილებას როგორც აგრეგატულ (ზრდას 25 მლნ ლარით), ისე კომპონენტების დონეზე, კერძოდ, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის გეგმასთან შედარებით გათვალისწინებულია შემოსავლების შემცირება 139.1 მლნ ლარით, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლის შემცირების გავლენით (200 მლნ ლარის ოდენობით) და არაფინანსური აქტივების კლების კომპონენტის გეგმური მაჩვენებლის ზრდა 150 მლნ ლარით. ამასთან, გათვალისწინებულია საგარეო წყაროდან სახსრების ზრდა გრანტების 40.9 მლნ ლარით და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 185.0 მლნ ლარით.
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარით, 2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 7,444 მლნ ლარს, რაც 2015 წლისთვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელზე 284 მლნ ლარით (3.7%-ით), ხოლო პროექტით წარმოდგენილ გეგმაზე 84 მლნ ლარით (1.1%-ით) ნაკლებია. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლები ეყრდნობა 2015 წლისათვის ეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო დინამიკას, თუმცა არ ითვალისწინებს მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტენდენციებს. აღნიშნული მიმართულებით სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ, საგადასახადო შემოსავლების 6 თვის მდგომარეობით მობილიზების შესახებ ხაზინის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი ექსტრაპოლაციის მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდზე დაყრდნობით აგრეგატულ დონეზე საგადასახადო შემოსავლების წარმოდგენილი მაჩვენებლის შესრულება მიმდინარე წელს ნაკლებ სავარაუდოა სირთულეებს უკავშირდებოდეს (ცვლილების შედეგად), თუმცა ცალკეული ტიპების მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს გადახრები ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტით განსაზღვრული მაჩვენებლებისაგან.
• რაც შეეხება გადასახდელებს (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს ოთხ კომპონენტს: ხარჯები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება), წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახდელების მოცულობა 2015 წლის ბიუჯეტის კანონის გეგმის (ასევე, პირველი წარდგენის ცვლილებით წარმოდგენილი გეგმით) დონეზე ნარჩუნდება, თუმცა ცვლილებებია გათვალისწინებული კომპონენტების დონეზე. კერძოდ, მეორე წარდგენით წარმოდგენილი მაჩვენებლებით პირველ წარდგენასთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირებულია ხარჯების მუხლით გადასახდელები, ხოლო შესაბამისი ოდენობით გაზრდილია ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები. შესაბამისად, მეორე წარდგენით, ჯამურად 2015 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, შემცირებულია არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები)

• გეგმური მოცულობა 79.5 მლნ ლარით,  ხოლო სხვა  კომპონენტები იზრდება აღნიშნული ცვლილების შესაბამისად. კერძოდ, ხარჯები იზრდება 11.2 მლნ ლარით, ფინანსური აქტივების ზრდა 28.3 მლნ ლარით ხოლო ვალდებულებების კლება 40 მლნ ლარით. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური კლასიფიკაციის საფუძველზე აგრეგატული მაჩვენებლების შედარება 2015 წლის ბიუჯეტის კანონთან არასრულყოფილ სურათს იძლევა, რამდენადაც არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტის ზემოაღნიშნული შემცირება უკავშირდება მხარჯავი დაწესებულებების დონეზე ასიგნებების შემცირების საფუძველზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების ზრდას 85 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც ხარჯების მუხლით იგეგმება (რამდენადაც აღნიშნული მუხლით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახსრების გაცემა ტრანსფერების სახით აღირიცხება), თუმცა მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების შემცირების საფუძველზე ცვლილების კანონპროექტით გათვალისწინებულია საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის პროგრამის ასიგნებებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ზრდა, შესაბამისად, 52.4 მლნ ლარის და 20 მლნ ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა

• საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტით წარმოდგენილი არაა ცვლილებები პირველ წარდგენასთან შედარებით. შესაბამისად, ისევე როგორც პირველი წარდგენით, გათვალისწინებულია ცვლილებები 2015 წლის ბიუჯეტის კანონონთან მიმართებაში როგორც ვალდებულებების ზრდის, ისე ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის სახსრებისათვის.

• კერძოდ, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.1 მლნ ლარით (0.9%) მეტია. აღნიშნული ერთი მხრივ უკავშირდება საშინაო ვალდებულებების (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) წმინდა ზრდის შემცირებას 100 მლნ ლარით და საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ზრდას 114.1 მლნ ლარით. საგარეო ვალდებულებების ზრდის ცვლილება კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში ძირითადად დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების საპროგნოზო მოცულობის 185.0 მლნ ლარით ზრდასთან. ხოლო საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები მცირდება 70.9 მლნ ლარით 619.1 მლნ ლარამდე. რაც შეეხება 2015 წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვას, პროექტით გათვალისწინებულია საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის სახსრების ზრდა 52.4 მლნ ლარით, რაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით უკავშირდება ერთი მხრივ, ვალდებულებების დაფარვის გრაფიკის ცვლილებას, მეორე მხრივ, ვალუტის კურსის ცვლილებას.

• რაც შეეხება სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობას, 2015 წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით დაგეგმილი იყო სახელმწიფო ვალის ზრდა მშპ-ის 37.1%-მდე, ხოლო გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი 7.8%-ული პუნქტით იზრდება და 44.9%-ს უტოლდება.

ძირითადი ფისკალური ინდიკატორები და გავლენა ეკონომიკურ გარემოზე

• ფისკალური პოლიტიკის ანალიზისას პირველი საკითხია ფისკალური პოლიტიკის მიმართულების- ექსპანსიური თუ შემზღუდველი - შეფასება. ექსპანსიური (მასტიმულირებელი) ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს გადასახადების შემცირების ან ხარჯვითი ნაწილის ზრდის მეშვეობით დეფიციტის ზრდას, რაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეკონომიკური აქტივობის შენელებისას ეკონომიკის სტიმულირებისათვის. საპირისპირო მიმართულების ფისკალურ ღონისძიებებს წარმოადგენს შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკა. მეორე საკითხია ფისკალური პოლიტიკის მიმართულების შეფასება ეკონომიკური ციკლის ეტაპთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ შესაძლებელია შეფასდეს გამოშვების (მშპ-ს) პოტენციური დონიდან ფაქტიური გამოშვების გადახრის მიმართულებითა და ზომით. მაგალითად, ექსპანსიური (მასტიმულირებელი) ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას ეკონომიკური აქტივობის შენელებისას (ანუ როდესაც გამოშვების პოტენციური დონიდან ფაქტიური გამოშვების (მშპ-ს) გადახრა უარყოფითია) და პირიქით, შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას ეკონომიკური ბუმისას ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკად მოიხსენიებენ, რამდენადაც ასეთ დროს ფისკალური პოლიტიკა მიზნად ისახავს ეკონომიკური ციკლის გავლენის განეიტრალებას ეკონომიკაზე. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მისაღებად მიიჩნევა არა ანტიციკლური, არამედ პროციკლური ფისკალური პოლიტიკა, მაგალითად მაღალი საგარეო დისბალანსის პირობებში.

• 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების გადამუშავებული პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო პირველად წარმოდგენილ ვარიანტთან შედარებით არსებით ცვლილებას არ განიცდის, თუმცა განსხვავებულია პროექტს თანდართული ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლები[1]. კერძოდ, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე თანდართული მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი (GFSM 2001) -0.9%-მდე გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს, მაშინ როდესაც ცვლილების პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი -1.3%-ის დონეზე იყო განსაზღვრული. აღნიშნული განსხვავება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ნაერთი ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს პირველად ვარიანტთან შედარებით არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის გადასახდელების შემცირებას 125 მლნ ლარით და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდას ამავე ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეკლასიფიკაცია დაკავშირებულია კაპიტალური ხარჯების ნაწილის განხორციელების დაგეგმვასთან არა უშუალოდ მხარჯავი დაწესებულების/თვითმმართველი ერთეულის, არამედ ამ დაწესებულებების/თვითმმართველი ერთეულის მმართველობაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ. რაც შეეხება მთლიანი ფისკალური ბალანსის მაჩვენებელს, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით ეკონომიკური ანალიზისათვის უფრო აქტიურად გამოიყენება, საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით გაანგარიშებული აღნიშნული მაჩვენებლის საპროგნოზო მოცულობა არსებითად არ განსხვავდება 2015 წლის ბიუჯეტის კანონს თანდართული ნაერთი ბიუჯეტის საფუძველზე გაანგარიშებული ანალოგიური მაჩვენებლისაგან. კერძოდ, ბიუჯეტის კანონს თანდართული მაჩვენებლების მიხედვით მთლიანი ფისკალური ბალანსი -3.1%-ს შეადგენდა, ხოლო კორექტირებული ნაერთი ბიუჯეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით გათვალისწინებულია მისი გაუმჯობესება -3.0%-მდე (იხ დიაგრამა #5).

• დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის მიმართულების შესაფასებლად მიზანშეწონილია ასევე ციკლურად კორექტირებული ბალანსის და სტრუქტურული ბალანსის მაჩვენებლების გამოყენება, რომლებიც  ბიუჯეტის ბალანსის აგრეგატებს აკორექტირებს ეკონომიკური ციკლის ეტაპის მიხედვით და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლისაგან ამორიცხავს ეკონომიკური ციკლის გავლენას. აღნიშნული მაჩვენებლები საბიუჯეტო ოფისის შეფასებით გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს, თუმცა აქვე საყურადღებოა, რომ 2%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დაყრდნობით მოსალოდნელია უარყოფითი გამოშვების გაპის გაღრმავება 2015 წლისათვის და ბალანსის მაჩვენებლების აღნიშნული დინამიკა შესაძლოა მიანიშნებდეს ფისკალური პოლიტიკის მცირედით პროციკლურ ტენდენციაზე.

გასათვალისწინებელია, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ნაერთი ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს პირველად ვარიანტთან შედარებით არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის გადასახდელების შემცირებას 125 მლნ ლარით და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით 

• გადასახდელების ზრდას ამავე ოდენობით. ამასთან, მეორე წარდგენით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამის ფარდობა მშპ-სთან, რომლის ლიმიტი ეკონომიკური თავისუფლების აქტით 30%-ის დონეზეა განსაზღვრული, 30.0%-ს შეადგენს, ანალოგიური მაჩვენებელი პირველი წარდგენისას 30.4%-ს შეადგენდა. ჯამურად, ბიუჯეტის კანონს თანდართულ მაჩვენებლებთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია როგორც სახელმწიფო მოხმარების (109 მლნ ლარით), ისე არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) შემცირება (261 მლნ ლარით). ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდა კი 185.7 მლნ ლარს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფისკალურ ინსტრუმენტებთან მშპ-ს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მოხმარების რეალურ შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ ჰქონდეს დადებითი გავლენა რეალურ მშპ-ზე, ხოლო ინვესტიციების შემცირებას კი - უარყოფითი (დეტალურად იხ. ანგარიშის შესაბამისი ნაწილი). 

 

იხილეთ დანართი:
  • wardgena-II.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact