Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ოქტომბერი 2022

  • ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2022 07:46
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი "საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის (9.5%) 1.0 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (8.5%) და განსხვავდება (2.8 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წელს კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ზრდის (-6.8%) შემდეგ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წელს (10.4%), რაც ძირითადად განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წლის I და II კვარტალშიც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის  და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე -   საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:

  • მოსალოდნელია, რომ 2022 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.

ინფლაციის ტემპის ზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის თებერვლიდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც თებერვლის დასაწყისიდან 10.5%, ხოლო მარტის ბოლოდან 11.0% შეადგინა. აღნიშნული განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2022 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებითუცვლელი დარჩა.  საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციას კლების ტემპი ექნება, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) 2023 წლის ბოლოს მიუახლოვდება, რასაც ამავე პერიოდიდან პოლიტიკის განაკვეთის შემცირება შეიძლება მოჰყვეს.  

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -3.0%-ს შეადგენს (2022 წლის ივნისის პროგნოზით იგი -4.0% იყო). ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2022 წლისთვის -3.1%-ს გაუტოლდება.  აქვე ხაზგასასმელია, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზების საბაზისო სცენარი ეყრდნობა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ 2022-2026წწ. ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 7.1%-ია,რაც 1.4 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2022 წლის ივნისის პროგნოზისგან (8.5%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 6.9%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი განაგრძობს გაუმჯობესებას და 2022-2026 წლებში საშუალოდ მშპ-ის -5.7%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი შეინარჩუნებს გაუმჯობესების ტენდენციას და 2022-2026 წლებში საშუალოდ მშპ-ის -5.6%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

იხილეთ დანართი:
  • წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ოქტომბერი 2022
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact