Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა 2016 წლის იანვარ-ნოემბერი

პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 06:59

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 11 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 87%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (48 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 89%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (557 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 2016 წელი - 11 თვე (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-ოქტომბერი

პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 08:22

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 10 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 80%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (111 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 82%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 8%-ით (580 მლნ ლარით) აღემატება.

შემოსულობების კომპონენტების დონეზე, დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების  კლების მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 58%). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების  ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის  ვლინდება (წლიური გეგმის 69%). 2016 წლის 12 თვის გეგმის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები განსაზღვრულია 7,980 მლნ ლარის დონეზე, ხოლო იანვარ-ოქტომბერში მობილიზებულია 6,579 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი სიდიდის 82%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 385 მლნ ლარით (6%-ით) აღემატება. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 83%-ს გაუტოლდა დაგასული  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 521 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (269 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (181 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით. 

იხილეთ დანართი:
  • 2016 წელი - 10 თვე (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-სექტემბერი

ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 10:40

პასუხი ძირითად შეკითხვებზე:

ვლინდება თუ არა წლიური გეგმის შესრულებაში შეფერხებები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების მიხედვით? 

აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 9 თვის მდგომარეობით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) და გადასახდელების (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, კერძოდ: 9 თვეში შემოსულობების სახით ბიუჯეტში მიღებულია წლიური გეგმური მაჩვენებლის 71%, ხოლო გადასახდელების სახით გაწეულია წლიური გეგმის 72%.

როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის შესრულების მდგომარეობა წლიურ გეგმასთან მიმართებით?  

შემოსულობების კომპონენტებიდან წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების შედარებით მაღალი დონით ხასიათდება შემოსავლები (73%) (ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები (71%). შედარებით დაბალი შესრულების დონე ვლინდება ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის (52%), რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით წლიური გეგმით განსაზღვრული 395 მლნ ლარიდან ბიუჯეტში თანხები ჯერ არ შემოსულა. წლიური გეგმის ასევე 52%-ს შეადგენს ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებიც, თუმცა 9 თვეში ამ მიმართულებით  მობილიზებულია 9 თვის გეგმის (106%).

იხილეთ დანართი:
  • 1.კითხვა-პასუხის ფორმა - 9თვე -2016 (0 Downloads)
  • 2. სრული ანგარიში - 9თვე - 2016 (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-აგვისტო

პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 06:58

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 62%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 1%-ით (49 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 63%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (411 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 2016 წელი - 8 თვე (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-ივლისი

ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 06:54

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 54%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 4%-ით (255 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 55%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 5%-ით (289 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 2016 წელი _7 თვე (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-ივნისი

პარასკევი, 29 ივლისი 2016 13:45

პასუხები ძირითად შეკითხვებზე

ვლინდება თუ არა კვარტალური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?

აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულება მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება და 96%-ს შეადგენს. ასევე, გადასახდელების შესრულება (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) კვარტალურ გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება (95%).

როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა? 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებიდან მცირედი გადაჭარბებით ხასიათდება არაფინანსური (105%) და ფინანსური აქტივების კლებისა (106%) და შემოსავლების მუხლებით (101%) შემოსულობები, ხოლო გეგმური მაჩვენებლისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომლის შესრულება 6 თვის გეგმის 59%-ს შეადგენს (რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით 6 თვეში დაგეგმილი იყო 275 მლნ ლარის მიღება, თუმცა ბიუჯეტში აღნიშნული თანხების მიღება არ მომხდარა).

 

იხილეთ დანართი:
  • 1._QA_6tve_2016.pdf (0 Downloads)
  • 2._6tve_2016.pdf (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-მაისი

ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 05:36

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 5 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 36%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 2%-ით (92 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 38%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (250 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 5tve-2016.pdf (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-აპრილი

პარასკევი, 27 მაისი 2016 13:12

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 4 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 29%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 3%-ით (77 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 30%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (197 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 4tve-2016.pdf (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-თებერვალი

ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:49

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 2 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 12%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 12%-ით (156 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 14%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 10%-ით (128 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • 2tve-2016.pdf (0 Downloads)
ვრცლად

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარი

ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:38

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 6%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 13%-ით (97 მლნ ლარით)  ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 3%-ით (19 მლნ ლარით) აღემატება.

იხილეთ დანართი:
  • ianvari-2016.pdf (0 Downloads)
ვრცლად

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact