Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-ივნისი

  • პარასკევი, 29 ივლისი 2016 13:45
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

პასუხები ძირითად შეკითხვებზე

ვლინდება თუ არა კვარტალური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?

აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულება მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება და 96%-ს შეადგენს. ასევე, გადასახდელების შესრულება (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) კვარტალურ გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება (95%).

როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა? 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებიდან მცირედი გადაჭარბებით ხასიათდება არაფინანსური (105%) და ფინანსური აქტივების კლებისა (106%) და შემოსავლების მუხლებით (101%) შემოსულობები, ხოლო გეგმური მაჩვენებლისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომლის შესრულება 6 თვის გეგმის 59%-ს შეადგენს (რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით 6 თვეში დაგეგმილი იყო 275 მლნ ლარის მიღება, თუმცა ბიუჯეტში აღნიშნული თანხების მიღება არ მომხდარა).

შესრულდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი?

საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 101%-ს შეადგენს, თუმცა  გადასახადების ტიპების მიხედვით გამოვლენილი გადახრების ანალიზისას საყურადღებოა სახაზინო კოდების სისტემაში განხორციელებული რეფორმა, რომლის საფუძველზე 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდი. შედეგად გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდეგ გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტობრივად დეკლარირებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.

როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. მათ შორის, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) ზრდის ტემპი 7%-ს შეადგენს და ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 277.1 მლნ ლარს უტოლდება, ძირითადად სოციალური უზრუნველყოფის (161.8 მლნ ლარით) და საქონელი და მომსახურების (93.0 მლნ ლარით) ზრდის გავლენით. ზრდა ვლინდება ასევე არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის და ზრდის ტემპი 8%-სა და 9%-ს შეადგენს შესაბამისად.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რომელი კომპონენტის გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა საანგარიშო პერიოდში?

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტებიდან კვარტალური გეგმისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 86%-ს უტოლდება, ხოლო ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯები) შესრულება კვარტალური გეგმის 95%-ს შეადგენს. 

გაიზარდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?

2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯები 710 მლნ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 40 მლნ ლარით აღემატება. ანალოგიური ტენდენცია ვლინდება შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებისათვის:  აღნიშნული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 78 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის - 69 მლნ ლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება სტრუქტურას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა უკავშირდება თანამდებობრივი სარგოს(32 მლნ-ით), დანამატის(10 მლნ-ით) და ასევე პრემიის მუხლით(6 მლნ-ით) ხარჯების ზრდას, ამავდროულად მცირედი შემცირება ვლინდება წოდებრივი სარგოს მუხლით შრომის ანაზღაურებისათვის.

 

 

 

 

იხილეთ დანართი:
  • 1._QA_6tve_2016.pdf
  • 2._6tve_2016.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact