Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა 2016 წლის იანვარ-ნოემბერი

  • პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 06:59
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 11 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 87%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (48 მლნ ლარით)  აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 89%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (557 მლნ ლარით) აღემატება.

შემოსულობების კომპონენტების დონეზე, შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების  კლების და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 78%). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების  ზრდის და ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელებისათვის  ვლინდება (წლიური გეგმის 77% და 73%, შესაბამისად).

საგადასახადო შემოსავლების მოცულობა წლიური დამტკიცებული გეგმით განისაზღვრა 7,980 მლნ ლარის დონეზე, ხოლო 2016 წლის იანვარ-ნოემბერში მობილიზებულია 7,178.5 მლნ ლარი (90%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 403 მლნ ლარით (6%-ით) აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 90%-ს გაუტოლდა დაგასული  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 511 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (286 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (189 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით.

წლის განმავლობაში ხარჯების მოსალოდნელ დინამიკასთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2016 წლის უკანასკნელ თვეს, დეკემბერში,  შესრულების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 119 მლნ ლარით (1.2-ჯერ) უნდა აღემატებოდეს 11 თვის ათვისების საშუალო მაჩვენებელს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული ფარდობა 1.4-ს გაუტოლდა.

 

 

იხილეთ დანართი:
  • 2016 წელი - 11 თვე
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact