„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 8,345.8 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 34.0%-ს და 6 თვის გეგმის (11,710.5 მლნ ლარი) 71.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოურ მაჩვენებელს კი 1,158.7 მლნ ლარით (16.1%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2024 წლის 4 თვეში გადასახდელების შესრულება 7,876.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 31.5%-ს და 6 თვის გეგმის (11,869.4 მლნ ლარი) 66.4%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 4 თვის მაჩვენებელს 1,472.3 მლნ ლარით (23.0%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 4 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 469.2 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 მაისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,046.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 4 თვეში 1,069.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -19.1 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




