პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.3% შეადგინა.
- 2024 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0% შეადგინა, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, სასტუმროების, კაფეეებისა და რესტორნების, განათლების ჯგუფებზე ფასების ზრდით, მეორე მხრივ კი, ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე და ჯანდაცვაზე ფასების კლებით.
- 2023 წლის დეკემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1.4%-ით, ხოლო ხარჯები 6.9%-ით შემცირდა.
- 2023 წლის დეკემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 50.9 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2023 წლის იანვარ-დეკემბერში* საქონლის ექსპორტმა 9.1%-ით, ხოლო იმპორტმა 14.0%-ით მოიმატა. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 21,529 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2023 წლის დეკემბერში* ფულადმა გზავნილებმა 308.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.6%) და რუსეთი (22.9%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის იანვარში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,853 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 0.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- 2023 წლის დეკემბერში*, წინა თვესთან მიმართებით, დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა.
- 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარი როგორც აშშ დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით 0.4%-ით გამყარდა.
- 2024 წლის იანვარში რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა, ხოლო დანარჩენი გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h1749wlo90nq2z?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




