„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 17,676.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88.3%-ს და წლიური გეგმის 64.1%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 80.2%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 17,039.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 82.4%-ს და წლიური გეგმის 61.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 83.1%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 637.5 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 სექტემბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,023.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-agvistos-shesrulebis-mimokhilva-1h9j6q7d7rnl54g
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




