Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ოქტომბერი 2023

  • ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2023 14:21
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" პროექტზე შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის (5.8%) 0.6 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (5.2%) და განსხვავდება (0.7 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. რაც შეეხება მიმდინარე წელს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით 2023წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის (6.7%) 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.5%) და განსხვავდება (0.9 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წელს კოვიდ პანდემიის შედეგად დაფიქსირებული ეკონომიკური კლების შემდგომ (-6.8%), მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.5%), აგრეთვე 2022 წელს (წინასწარი მონაცემით 10.1%), რაც ძირითადად განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის  და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება გასული ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:

  • მოსალოდნელია, რომ 2024 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოხლდება ტურისტული სექტორიც 2023 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი. 
  • კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის ზრდის ტემპის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის თებერვლიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა, რომელმაც თებერვლის დასაწყისიდან 10.5%, ხოლო მარტის ბოლოდან 11.0% შეადგინა. 2022 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რის შემდგომაც აღნიშნულმა მაჩვენებლმა შემცირება დაიწყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის მკვეთრი კლება დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში, კერძოდ, 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონე 0.3%-ით განისაზღვრა, რაც ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. 2023 წლის ივლისის თვეში სურსათის ფასების რეალური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებაში 13.3%-ით შემცირდა. 2023 წლის მეორე კვარტალში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის შემცირების პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პპ-ით, 2 აგვისტოს 0.25 პპ-ით და 13 სექტემბერს 0.25 პპ-ით შეამცირა. აღნიშნულის შესაბამისად, აგრეთვე აგვისტოს და სექტემბრის თვეებში დაფიქსირებული წლიური ინფლაციის ტემპის 0.9% და 0.7%-იანი ზრდების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში წლიური ინფლაციის დაბალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და 2023 წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივ (3.0%) ჩამოსცდება. აღნიშნული ტრენდის შენარჩუნება მოსალოდნელია საშუალოვადიან პერიოდშიც, რასაც პოლიტიკის განაკვეთის უფრო მეტად შემცირება შეიძლება მოჰყვეს.    

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.4%-ს შეადგენს (2023 წლის ივნისის პროგნოზით იგი -2.2% იყო). ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2023 წლისთვის -2.4%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 4.4%-ია,რაც 0.4 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2023 წლის ივნისის პროგნოზისგან (4.8%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 4.6%-ს (2023 წლის ივნისის პროგნოზით 5.1%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.9%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -4.1%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

 

იხილეთ დანართი:
  • წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ოქტომბერი 2023
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact