Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
  • კვლევითი პუბლიკაციები
  • თემატური პუბლიკაციები
  • ფისკალური შეფასების ანგარიშები
  • მეთოდოლოგიური განმარტებები
  • თვითშეფასების ანგარიში
  • ინტერაქტიული სტატისტიკა

სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ეფექტიანობა: საერთაშორისო ჩარჩო და საქართველო

  • პარასკევი, 12 ივლისი 2019 14:42
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საერთაშორისო კვლევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციები ეფექტიანად მართვის შემთხვევაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში მეტწილად დასაქმებულებისა და კერძო კაპიტალის პროდუქტიულობის ზრდის გავლენით. თუმცა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და კაპიტალური ინვესტიციების დონეს შორის აღნიშნული დადებითი კავშირის მიუხედავად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც არსებითია ზემოაღნიშნული გავლენის პრაქტიკაში რეალიზებისათვის. კერძოდ, კაპიტალური დანახარჯების დინამიკის ანალიზისას საყურადღებოა არა მხოლოდ გამოყოფილი სახსრების მოცულობა, არამედ ინვესტიციების მართვის პროცესის ეფექტიანობა, რამდენადაც სწორედ აღნიშნული ორი კომპონენტი განსაზღვრავს საბოლოო შედეგებს ეკონომიკური გარემოსათვის. საერთაშორისო კვლევებით, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემისა და მასთან ასოცირებული ფისკალური ინსტიტუციების ხარისხი ცალსახად არის სახელმწიფო ინვესტიციების პროდუქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი.

სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ეფექტიანობის შეფასებისათვის რამდენიმე საერთაშორისო ჩარჩო გამოიყოფა, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას იდენტიფიცირებულ იქნას სისტემის ის ძირითადი მახასიათებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებითია სახელმწიფო ინვესტიციების პროდუქტიულობისათვის ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით. მათ შორის საყურადღებოა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო ინვესტიციების მართვის პროცესის ეფექტიანობის შეფასების ჩარჩო, სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ჩარჩო (სახელმწიფო ინვესტიციების მართვა- PI-11), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაცია ეფექტიანი სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ მთავრობის სხვადასხვა დონეზე.

საქართველოსათვის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის (PIM) ჩარჩო ამ ეტაპზე განსაზღვრულია საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წ. №191 დადგენილებითა  და პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის N385 ბრძანების შესაბამისი ნაწილით. კერძოდ, მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების პროცესის ზოგად ჩარჩოს, ხოლო „საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია“, როგორც კაპიტალური ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ნაწილი, განსაზღვრავს დეტალურ მეთოდოლოგიურ მითითებებს, თუმცა ზემოაღნიშნული დოკუმენტები პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგილი არ არის.

საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის ძირითადი მახასიათებლებისა და გამოწვევების შესახებ საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება (PIMA) საქართველოსათვის და სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის შეფასება (ინდიკატორი PI-11), რომლებიც 2018 წელს გამოქვეყნდა.

სახელმწიფო ინვესტიციების მართვის შეფასების მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციების მართვისა (PIM) და საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პოლიტიკა და ჩარჩო ეტაპობრივად იხვეწება და საქართველოს აქვს როგორც წარმატებები, ასევე - მნიშვნელოვანი გამოწვევები ამ მიმართულებით (IMF, 2018). სსფ-ს შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო ხარჯების დაგეგმილი არსებითი ზრდის ფონზე პროექტების ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. სსფ-ს მიერ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საინვესტიციო პროექტების მართვის ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, შესყიდვების, ასევე ლიკვიდობის მართვის კუთხით არსებული პროგრესი, თუმცა გამოყოფილია ცალკეული გამოწვევები (დეტალურად კომპონენტების მიხედვით სსფ-ს შეფასების შესახებ იხ. ცხრილი #1), კერძოდ:

  • საქართველოს არ აქვს ეროვნული საინვესტიციო სტრატეგია ან ინფრასტრუქტურული გეგმა;
  • კაპიტალური პროექტები, რომლებიც არ არის დაფინანსებული საგარეო წყაროებიდან მიღებული სახსრებით, როგორც წესი, არ ექვემდებარება სათანადო წინასწარ შეფასებას სტანდარტულ მეთოდოლოგიაზე ან ცენტრალიზებულ მხარდაჭერაზე დაყრდნობით;
  • გამოწვევები ვლინდება საინვესტიციო რესურსების ბიუჯეტირების კუთხით, მათ შორის, საშუალოვადიანი პერიოდისათვის;
  • არ არსებობს სტანდარტული მეთოდოლოგია კაპიტალური აქტივების მოვლა-შენახვისა და შეკეთების დაფინანსების საჭიროებების შესაფასებლად ან მონიტორინგისათვის (გარდა გზებისა);
  • არსებული პრაქტიკით, შიდა საბიუჯეტო რესურსებით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების შერჩევა არ ხორციელდება სათანადო სტანდარტიზებულ და თანმიმდევრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების გეგმები არ  მზადდება, ამასთან, ექს-პოსტ აუდიტები არარეგულარულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ასპექტებზე მუშაობა 2015  წლიდან მიმდინარეობს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების ფარგლებში.  ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, მხარჯავი დაწესებულებების მიერ საპილოტე რეჟიმში საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის და მეთოდოლოგიის შესაბამისად წარმოდგენილი ახალი საინვესტიციო პროექტების შეფასება ამ ეტაპზე არსებული ხედვით სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატით განხორციელდება, რომელიც მოიცავს წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ასევე საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა უწყებებიდან. ამასთან, მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის და მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დანერგვა, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების და სწავლების, ასევე ექსპერტული დახმარების გზით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნული გზამკვლევისა და მეთოდოლოგიის გადამუშავება, მათ შორის საინვესტიციო პროექტების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში თითოეული მონაწილის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრის კუთხით.

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ეფექტიანობა: საერთაშორისო ჩარჩო და საქართველო
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact