Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა
  • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
  • კვლევითი პუბლიკაციები
  • თემატური პუბლიკაციები
  • ფისკალური შეფასების ანგარიშები
  • მეთოდოლოგიური განმარტებები
  • თვითშეფასების ანგარიში
  • ინტერაქტიული სტატისტიკა

სახელმწიფო ბიუჯეტი გენდერულ ჭრილში

  • სამშაბათი, 17 აპრილი 2018 09:34
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

გენდერული ბიუჯეტირება გულისხმობს გენდერული თანასწორობის ასპექტების ჩართვას ქვეყნის საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო რესურსების ისეთ გადანაწილებას, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას ყველა სფეროსა თუ სექტორში. აღსანიშნავია, რომ გენდერული ბიუჯეტირება არ გულისხმობს ქალთა და მამაკაცთათვის განსხვავებული ბიუჯეტის შედგენას ან ბენეფიციართა დაყოფას გენდერულ ჭრილში, არამედ იგი წარმოადგენს გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროცესის ფორმირებას, რაც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების შესაბამისობას გენდერული თანასწორობის მიმართულებით განსაზღვრულ პოლიტიკასთან. მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე გენდერული ბიუჯეტირების უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და გამოყენებული მიდგომა და ინსტიტუციური ჩარჩო, როგორც წესი, ეყრდნობა ქვეყნის სპეციფიურ მახასიათებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით ანალიზის კონკრეტულ მეთოდოლოგიას/მოთხოვნებს ამ ეტაპისთვის საქართველოს საბიუჯეტო ჩარჩო არ ითვალისწინებს, არსებული სარეკომენდაციო მითითებები მეტყველებს, რომ გენდერული ასპექტის გათვალისწინება განხილულია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების ერთ-ერთი კომპონენტი. კერძოდ, „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის N385 ბრძანება მიუთითებს: "პროგრამის სპეციფიკის მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, გენდერულად სენსიტიურ პროგრამებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია პროგრამის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად გამოყოფილ იქნეს პროგრამის გენდერულ ასპექტში შეფასების ინდიკატორი". შესაბამისად, მეთოდოლოგია იძლევა საფუძველს გენდერული ბიუჯეტირების წარმოდგენილი მიდგომის გამოყენებისათვის საქართველოს საბიუჯეტო მართვის პროცესში. აღნიშნული შესაძლებელია მიჩნეულ იქნას საქართველოს საბიუჯეტო სისტემისათვის გენდერული ბიუჯეტირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმად, უზრუნველყოფს რა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული თანასწორობის კუთხით პოლიტიკის მიზნების მაქსიმალურ ინტეგრირებას საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე და პროცესის ყველა ეტაპზე, ამასთან, მინიმალური დამატებითი რესურსების გამოყენებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინება გულისხმობს: გენდერული თანასწორობის ერთიან პოლიტიკაზე დაყრდნობით ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების მოსალოდნელი შედეგების/შედეგების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების გენდერული მნიშვნელოვნების ხარისხის შეფასებას, მაღალი გენდერული მნიშვნელოვნების პროგრამებისათვის ინდიკატორების საბაზისო მაჩვენებლების შეფასებასა და მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე ზემოაღნიშნული პროგრამებისათვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგებას.

ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელება უკავშირდება გარკვეულ გამოწვევებს, როგორებიცაა: საბაზისო კონცეფციის სწორად განსაზღვრა (გენდერული მნიშვნელოვნების ცნება), პროგრამის გენდერული სენსიტიურობის/მნიშვნელოვნების ხარისხის განსაზღვრის კრიტერიუმების არ არსებობა, პროგრამული კლასიფიკაციის სავალდებულო დონის შერჩევის ასპექტი (პროგრამის/ქვეპროგრამის დონე).

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისის ანალიზის პირველი ეტაპი მიზნად ისახავს, წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების გენდერული მნიშვნელოვნების დონის შეფასების ერთიანი ჩარჩო გენდერული მნიშვნელოვნების ინდექსის სახით. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემოთავაზებული პროგრამების გენდერული მნიშვნელოვნების ინდექსი ეყრდნობა შესაძლებლობების მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის ხუთ კატეგორიას: თანაბარი შესაძლებლობა საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ფორმირებისას, თანაბარი შესაძლებლობა პოლიტიკური და სოციალური სისტემის ფორმირებისას, თანაბარი შესაძლებლობას იცხოვრონ და იმუშაონ დაცულ და სუფთა გარემოში, თანაბარი შესაძლებლობა პიროვნული ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, თანაბარი შესაძლებლობა ფიზიკური ხელშეუხებლობის თვალსაზრისით. ინდექსი სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული პროგრამის შესაძლებლობების ზემოთწარმოდგენილ კატეგორიებზე გავლენის შეფასების საფუძველზე იძლევა შესაძლებლობას მოხდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის არსებითად მაღალი და მაღალი მნიშვნელოვნების პროგრამების იდენტიცირება (არსებული ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ კატეგორიებში მოხვდა 26 პროგრამა).

ანალიზის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს მაღალი გენდერული მნიშვნელოვნების პროგრამებისათვის განახორციელოს პროგრამების არსებული მიზნებისა და შედეგების/შედეგების შეფასების ინდიკატორების ანალიზი და წარმოადგინოს ის სარეკომენდაციო ინდიკატორები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხარჯავი დაწესებულებების მიერ კონკრეტული პროგრამის გენდერულ ასპექტში მისაღწევი შედეგების შეფასებისათვის. როგორც ბიუჯეტის პროგრამული დანართის ანალიზით ვლინდება, არსებითად მაღალი და მაღალი მნიშვნელოვნების მქონე ზემოაღნიშნული პროგრამებიდან (26 პროგრამა) უმრავლესობაში გენდერული ასპექტი პროგრამის მიზნებში ცალსახად გაწერილი არ არის, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია აღნიშნული ასპექტის შესახებ ზოგადი მითითება და შესაბამისად, არ არის ასახული მოსალოდნელი შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები. ზემოაღნიშნული მიგნების გათვალისწინებით, ანგარიშის მეორე ნაწილში წარმოდგენილია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებითად მაღალი და მაღალი მნიშვნელოვნების მქონე პროგრამებისათვის შედეგების შეფასების ინდიკატორები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მხარჯავ დაწესებულებებს გენდერულ ასპექტში პროგრამების სასურველი მოსალოდნელი შედეგების ჩამოყალიბების შემდგომ განსაზღვრონ სასურველი ინდიკატორი და მისი მიზნობრივი მაჩვენებლები. ამასთან, აღნიშნული ინდიკატორების შეფასებისათვის საჭირო მონაცემების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის დანართში. 

იხილეთ დანართი:
  • სახელმწიფო ბიუჯეტი გენდერულ ჭრილში
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact