„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნა 2011 წლის ივლისში და ძალაში შევიდა 2013 წლის 31 დეკემბერს . ამ კანონითა და საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები კი არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით და კანონით დადგენილი წესით დადგენილ ფარგლებში.
ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის და ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობის თვალსაზრისით კანონის მნიშვნელობიდან გამომდინარე საყურადღებოა კანონის ცალკეული დებულებების განხილვა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი.
მოცემული პუბლიკაცია ორგანიზებულია შემდეგნაირად: I ნაწილში წარმოდგენილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონის მიმოხილვა, ხოლო II ნაწილში დანართის სახით განხილულია საერთაშორისო გამოცდილება ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის შეფასებისა და ფისკალური წესების გამოყენების მიმართულებით.
იხ. მოკლე მიმოხილვა პრეზენტაციის სახით:




