რას გულისხმობს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეფასება?
მაკროეკონომიკური პროგნოზების ფაქტობრივი მაჩვენებლიდან გარკვეული დონით გადახრა პროგნოზირების მეთოდების კომპლექსურობისა და აღნიშნულ ცვლადებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ფაქტორების გავლენით მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს. მაკროეკონომიკური პროგნოზების ხარისხის შეფასება გასხვავებულ ასპექტებს გულისხმობს, თუმცა ქვემოთმოცემული განმარტება ფოკუსირებულია ხარისხის ორ ასპექტზე: თუ რამდენად მისაღებია საპროგნოზო მაჩვენებლების ფაქტობრივიდან გადახრის დონე და მიმართულება.აღნიშნული ასპექტების შეფასება პროგნოზების ხარისხის მარტივი მეთოდებით შეფასების მისაღებ პრაქტიკად ითვლება. უფრო დეტალურად, ხარისხის აღნიშნული ასპექტები ეხება სტატისტიკურ გადახრას (Statistical Bias) და სიზუსტეს (Accuracy). სტატისტიკური გადახრა გულისხმობსანალიზს, პროგნოზი თუ რომელი მიმართულებით არის გადახრილი ფაქტობრივიმნიშვნელობისგან, ხოლო სიზუსტე ეხება საპროგნოზო მაჩვენებლის ფაქტობრივიმნიშვნელობიდან გადახრის დონეს რაოდენობრივად (მაგ. გამოსახულს თავად მაჩვენებლის ზომის ერთეულით ან %-ად).




