რას გულისხმობს ფისკალური მდგრადობა?
ფისკალური, ანუ სახელმწიფო ფინანსების მდგრადობა არის სახელმწიფოს უნარი შეინარჩუნოს მისი მიმდინარეხარჯები, საგადასახადო და სხვაეკონომიკური პოლიტიკაგრძელვადიანპერიოდში, სახელმწიფოს გადახდისუნარიანობისათვის საფრთხის წარმოქმნის, ან მისი ცალკეული სახის ვალდებულებებზე და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების (მ.შ. საპენსიო, ჯანდაცვისა და სხვა) გაწევაზე უარის თქმის გარეშე. მდგრადობის საყოველთად მიღებული განსაზღვრება არ არსებობს. თუმცა მაგალითად, ბლანშარდის მიხედვით (1990) მდგრადობა მიიღწევა მაშინ, როცა მიმდინარეპოლიტიკაზე დაყრდნობით, მთავრობა თავს არიდებს დიდი მოცულობის ვალისდაგროვებას, უფრო კონკრეტულად, მდგრადი ფისკალურ პოლიტიკა გულისხმობსვალი/მშპ თანაფარდობის დაბრუნებას მის პირველად დონეზე. მსგავსიგანსაზღვრებაა მოცემული ბიუნტერის მიერაც (1985), რომლის მიხედვითაც, ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს წმინდა აქტივების მთლიან შიდაპროდუქტთან თანაფარდობის შენარჩუნებას წმინდა ღირებულების დონეზე. ესგანსაზღვრებები არსებითად ერთი და იგივეა. ისინი განსხვავდება მხოლოდსტატისტიკური თვალსაზრისით. წმინდა ღირებულებაზე ფოკუსირებით, ბიუნტერიცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფომ დეფიციტის დასაფინანსებლად მისიაქტივების გამოყენების გზით შესაძლოა დროებით თავიდან აიცილოს მთლიანივალის ზრდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში მთლიანი ვალი არ იზრდებამაშინვე, არ გულისხმობს მდგრადობას, რამდენადაც დროის გარკვეულ წერტილში დეფიციტის დასაფინანსებლად აქტივების ამოწურვის შედეგად, სახელმწიფო ვალი კვლავ დაიწყებს ზრდას.
უნდა შევნიშნოთ, რომ ბლანშარდის განსაზღვრება არც ისე ზუსტია, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველი, არ არსებობს თეორიული მიზეზი, თუ რატომ უნდა დაუბრუნდეს ვალის მშპ-თან თანაფარდობა თავდაპირველ დონეს და არა სხვა რაიმე სტაბილურ დონეს, რომელიც საწყის დონესთან შედარებით უფრო დაბალი ან მაღალი იქნება. მეორე, შესაძლებელია არსებული პოლიტიკა პირველ ეტაპზე ითვალისწინებდეს ვალის თანაფარდობის ზრდას იმ დონემდე, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას გადაჭარბებულად და მხოლოდ მოგვიანებით, ვალის დონის შემცირებასა და მის დაბრუნებას „უსაფრთხო"დონემდე.
უფრო ზოგადი განსაზღვრებით, ფისკალური პოლიტიკა შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც მდგრადი, თუ მომავალი პერიოდების პირველადი პროფიციტის (Primary Surpluses) მიმდინარე ღირებულება უტოლდება ვალის არსებულ ღირებულებას. ეს განსაზღვრება გამოყვანილ იქნა პერიოდთაშორისი (ინტერ-ტემპორალური) საბიუჯეტო შეზღუდვის პირობიდან . აღნიშნული პირობის მიხედვით, სახელმწიფო გადახდისუნარიანია, თუ მისი არსებული პოლიტიკა უზრუნველყოფს დროის გარკვეულ(ან უსასრულო) პერიოდში სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას მომავალი პერიოდების ბიუჯეტის პროფიციტის ხარჯზე. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო გადახდისუნარიანია, თუ დაცულია პერიოდთაშორისი საბიუჯეტო შეზღუდვის პირობა.




