Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2016 წლის II კვარტალი

  • ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 12:43
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

 

რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის I ნახევარში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%-ით, ხოლო II კვარტალში 3.1%-ით. 2016 წლის პირველი  ნახევრის ბოლოს - ივნისში წლიურმა ინფლაციამ 1.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.

ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I ნახევარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 11.7%-ით მოიმატა. 2016 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 7.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 1.9%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 9.8%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2016 წლის I ნახევარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ,  ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი მკვეთრად - 30%-ით გაიზარდა (მნიშვნელოვანწილად, გრანტის ფარგლებში C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების მოწოდების ხარჯზე). 2016 წლის II კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო  რეზერვები 15%-ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,857 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის II კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 10.1%-ით, ხოლო 2015 წლის II კვარტალთან მიმართებით 3.1%-ით გამყარდა.  

მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 1.4%-ული პუნქტით შემცირდა და 14.5%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის II კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 10.9%-ით გაიზარდა. 2016 წლის II კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 64.2% შეადგინა.

სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.4%-ული პუნქტით შემცირდა და 12.0% შეადგინა. 2016 წლის II კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა (შესაბამისად, 22%-ით და 14 %-ით). 

იხილეთ დანართი:
  • II-kvartali_2016.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact