Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2015 წლის IV კვარტალი

  • ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 12:15
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email
  • რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის IV კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.9%-ით გაიზარდა 2014 წლის IV კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა, რაც ახლოს არის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%).
  • ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მშპ-ის 26.5% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 3.3%-ით გაიზარდა (მშპ-ის 32.0%). 2015 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 26.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და წინასწარი მონაცემით მშპ-ის 41.5% შეადგინა. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 15.2%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 32.0%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
  • საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2015 წლის IV კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, შემცირების ტენდენციას ავლენს ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 21% და 14%-ით. 2015 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო  რეზერვები 6.6% შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის IV კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, 2015 წლის III კვარტალთან შედარებით 3.1%-ით, ხოლო 2014 წლის IV კვარტალთან მიმართებით 24.7%-ით გაუფასურდა.  
  • მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის IV კვარტალში, ამავე წლის III კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.02%-ული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა. 2014 წლის IV კვარტალთან შედარებით, საანალიზო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 21.6%-ით გაიზარდა. 2015 წლის IV კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 66.7% შეადგინა.
  • სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 2015 წლის III კვარტალში განათლებაზე გაწეული ხარჯები მცირედით (0.4%-ით) შემცირდა, ხოლო ჯანდაცვაზე 37%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. თუმცა, ფარდობითი საბიუჯეტო დანახარჯები ჯანდაცვაზე (მშპ-ის 2.2%) და განათლებაზე (მშპ-ის 2.5%) დაბალია, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებლები მშპ-ის 9.3%-სა და 5.3%-ის უტოლდება. 
  • იხილეთ დანართი:
    • Macro_Review_2015Q4.pdf
    Tweet
    back to top

     

    სიახლეები

    პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

    პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

    24-10-2025

    საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

    ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

    ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

    15-07-2024

    საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

    პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

    პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

    11-07-2024

    პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

     

     

    ჩვენ შესახებ

    ჩვენი როლი და მანდატი

    ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

    პარტნიორი ორგანიზაციები

    ანგარიშები/კვლევები

    ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

    მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

    კვლევები

    კონტაქტი

    რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

    საქართველო, თბილისი 0118.

    ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

    ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

    • Home
    • Contact