Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2015 წლის II კვარტალი

  • შაბათი, 15 აგვისტო 2015 12:34
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის II კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.1%-ით გაიზარდა 2014 წლის II კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 4.5% შეადგინა, რაც დაუახლოვდა ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%-ს).
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის II კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.4%-ით გაიზარდა 2014 წლის II კვარტალთან შედარებით და მშპ-ის 27.8% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 8.5%-ით გაიზარდა და 2,285 მლნ ლარი შეადგინა (მშპ-ის 29.7%). რაც შეეხება ბალანსის მაჩვენებლებს, 2015 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 151.1 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ -60.0 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2015 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 27.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო გაიზარდა 21.1%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 30.2%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2015 წლის II კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ერთდროულად შემცირების ტენდენციას ავლენს ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 20% და 14%-ით. ასევე შემცირების ტენდენციას ავლენს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, კერძოდ, 2015 წლის II კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 0.6% შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,484 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის II კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, 2015 წლის I კვარტალთან შედარებით, 9.1%-ით, ხოლო 2014 წლის II კვარტალთან 22.8%-ით გაუფასურდა.
• მონეტარული სექტორთან მიმართებაში მაჩვენებლებიდან, 2015 წლის II კვარტალში საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 0.4%-ული პუნქტით გაიზარდა და 15.6%-ს გაუტოლდა. 2014 წლის II კვარტალთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 30%-ით გაიზარდა. შინამეურნეობების წილი გაცემული სესხების თითქმის ნახევარს შეადგენს. 2015 წლის II კვარტალის ბოლოს, დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 62.5% შეადგინა.
• სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 2015 წლის II კვარტალში განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები შესაბამისად 26% და 48%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. თუმცა, ფარდობითი საბიუჯეტო დანახარჯები ჯანდაცვაზე (მშპ-ის 2.2%) და განათლებაზე (მშპ-ის 2.5%) დაბალია, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებლები მშპ-ის 9.3%-სა და 5.3%-ის უტოლდება.

იხილეთ დანართი:
  • II-kvartali-2015.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact