„ოპერატიული ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-თებერვალი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 3,036.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,914.2 მლნ ლარი) 13.9%-ს და 3 თვის გეგმის (4,733.3 მლნ ლარი) 64.1%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე კი 24.7 მლნ ლარით (0.8%-ით) ნაკლებია (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების მნიშვნელოვანი შემცირების გავლენით).
გადასახდელების შესრულება 3,025.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,880.1 მლნ ლარი) 13.8%-ს და 3 თვის გეგმის (4,835.7 მლნ ლარი) 62.6%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 381.7 მლნ ლარით (14.4%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 10.6 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.6 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი მარტისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,258.2 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 532.3 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - 165.7 მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




