„ოპერატიული ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-ნოემბერი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 20,178.0მლნ ლარს, წლიური გეგმის (22,170.9 მლნ ლარი) 91.0%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,742.9 მლნ ლარით (15.7%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
გადასახდელების შესრულება 19,621.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (22,311.3 მლნ ლარი) 87.9%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს 2,682.5 მლნ ლარით (15.8%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 556.6 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის დაზუსტებული ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.5 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი დეკემბრისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,804.1 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,837.5 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - (-1,406.7) მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




