„ოპერატიული ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-ოქტომბერი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 18,357.4 მლნ ლარს, წლიური გეგმის (22,170.9 მლნ ლარი) 82.8%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,552.8 მლნ ლარით (16.2%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
გადასახდელების შესრულება 17,672.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (22,311.3 მლნ ლარი) 79.2%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს 2,491.4 მლნ ლარით (16.4%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 684.8 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის დაზუსტებული ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.5 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი ნოემბრისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,932.3 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,805.5 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - (-1,061.3) მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




