Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

მაკროეკონომიკური პროგნოზები 2021-2024 - ოქტომბერი 2020

  • ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 07:42
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

 

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2024 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის (5.5%) 0.5 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (5.0%) და განსხვავდება (0.6 პპ-ით ჩამორჩება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. როგორც ცნობილია, მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდინა გავლენა. ეკონომიკის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2020 წლის პირველ ნახევარში, მეორე კვარტალთან შედარებით მესამე და მეოთხე კვარტალში კლების ტემპის შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა 2020 წლისათვის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით მშპ-ს მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. 2021 წლის შეფასებისას, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, პროგნოზირებისათვის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენების ანალიზთან ერთად, აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების ე.წ. „მეორე ტალღა" მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე გადაივლის 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი . კერძოდ: 2021 წლის დადებით პროგნოზს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ Covid-19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფონზე (საგანგებო მდგომარეობა და სხვადასხვა სახის შეზღუდვები) მოიშალა ე.წ. „გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი", თუმცა 2021 წლისათვის მოსალოდნელია, რომ მოხდება ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირება და აღნიშნული ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის" როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენა. 2020 წლის ეკონომიკური ზრდის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი გაუარესდა -4.8%-დან -5.2%-მდე (უმთავრესად სავაჭრო პარტნიორების გაუარესებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გამო), რასაც 2021 წლისათვის ექნება ე.წ. საბაზისო ეფექტი და დადებითად იმოქმედებს ზრდის ტემპზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია რომ პანდემიასთან ადაპტირების პარალულურად, 2021 წლისათვის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი. ინფლაციის ტემპის შემცირების საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის აპრილიდან შეარბილა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით 2020 წლის IV კვარტალში ინფლაციის ტემპის კიდევ უფრო კლებაა მოსალოდნელი, რის პარალელურად შესაძლებელია კვლავ პოლიტიკის შერბილებას ჰქონდეს ადგილი, რაც 2021 წლისათვის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. 2021 წლის ეკონომიკური ზრდის, ივნისის პროგნოზთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაურესება ძირითადად გამოიწვია 2020 წელს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანმა შემცირებამ, რომელთაგან 2021 წლისათვის ევროკავშირის და რუსეთის ეკონომიკური ზრდა გაუმჯობესდა, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში აპრილის შეფასებასთან შედარებით კიდევ უფრო კლება ფიქსირდება.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -4.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.1%-ული პუნქტით მეტია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-4.9%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 7.0%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 5.2%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება და საშუალოდ მშპ-ს -6.0%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, ხოლო მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი უმნიშვნელო გაუარესების ტენდენციით ხასიათდება.

 

იხილეთ დანართი:
  • მაკროეკონომიკური პროგნოზები 2021-2024 - ოქტომბერი 2020
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact