პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.5%-ით გაიზარდა.
- წლიური ინფლაცია 13.1%-ს გაუტოლდა.
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.2%-ით გაუფასურდა, ხოლო 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით კი - 4.7%-ით გამყარდა.
- ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,332.7 მლნ ლარი შეადგინა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.




