პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით გაიზარდა.
- წლიური ინფლაცია 12.3%-ს გაუტოლდა.
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 6.6%-ით გამყარდა, ხოლო 2020 წლის III კვარტალთან შედარებით კი - 0.6%-ით გაუფასურდა.
- ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 745.6 მლნ ლარი შეადგინა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.




