Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2018

  • ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 12:30
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

 

• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2018 წლის III კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 4.0% შეადგინა. 2018 წლის III კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.9%-ით განისაზღვრა, რაც მცირედით ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (3%) შედარებით.

• ფისკალურ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 1.9%-ით შემცირდა.

• საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2018 წლის III კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 21%-ით, იმპორტი კი 12%-ით გაიზარდა. 2016 წლის IV კვარტალიდან აღინიშნება პოზიტიური ტენდენცია - ექსპორტის ზრდის ტემპი კვლავ დადებითია და 2018 წლის III კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წლის III კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4.2%-ით გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ისტორიულ მაქსიმუმს - 3,153 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2018 წლის III კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 3.3%-ით, ხოლო 2017 წლის III კვარტალთან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა.

• მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.7%-ული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის III კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 22.8%-ით გაიზარდა. 2018 წლის III კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 63.1% შეადგინა.

• სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2018 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 25.2 ათასი კაცით გაიზარდა და 656.5 ათასი კაცი შეადგინა. 2018 წლის III კვარტალში განათლებაზე გაწეული ხარჯები 260 მლნ ლარს, ხოლო ჯანდაცვაზე - 268 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

იხილეთ დანართი:
  • III-კვარტალი-2018
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact