Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ივნისი 2020

  • ორშაბათი, 15 ივნისი 2020 13:42
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი "საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიის შესახებ" საქათველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება, ხოლო 2021-2024 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.5%-ს უტოლდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის (-4.8%) 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (-4.0%) და განსხვავდება (9.5 პპ-ით ჩამორჩება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა გლობალური მასშტაბი შეიძინა და თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც, მოახდინა გავლენა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე პროგნოზირებისათვის აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი არის 2020 წლის მეორე კვარტალში, ხოლო მესამე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -9.0%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.7%-ული პუნქტით ნაკლებია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-8.3%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ეყრდნობა კანონის პროექტში "საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" წარმოდგენილ მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 5.9%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 10.2%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში უმნიშვნელოდ გაუარესდება და საშუალოდ მშპ-ს -6.3%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, ხოლო მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი მუდმივად კლების ტენდენციით ხასიათდება.

დეტალურად იხ. სრული დოკუმენტი.

 

იხილეთ დანართი:
  • წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ივნისი 2020
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact