• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის 11 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 85.8%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 85.1%-ს შეადგენს, ხოლო სახაზინო სამსახურის ოპერატიული ინფორმაციით, ანალოგიური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად, შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის 95.5%-ს, ხოლო გადასახდელებისათვის - 94%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, როგორც 11 თვის, ისე მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით(ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით), წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების(სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და შემოსავლების მუხლით შემოსულობები (გადასახადებისა და გრანტების შესრულების ტენდენციის გავლენით), შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება არაფინანსური აქტივების კლებისა(პრივატიზება) და ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის. ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები 11 თვის მდგომარეობით წლიურ გეგმასთან მიმართებაში 69.5%-ს, ხოლო 25 დეკემბრის ოპერატიული მონაცემებით- 83.5%-ს შეადგენს, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.
შემაჯამებელი მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე
• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 79%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) შემოსულობები. შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომელიც წლიურ გეგმასთან მიმართებაში 66%-ს შეადგენს, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.
შემაჯამებელი მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე
• აგრეგატულ დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა მასშტაბურ გადახრებს არ ავლენს, კერძოდ: შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი საწყისი კვარტალური გეგმის 99.5%-ს, ხოლო გადასახდელებისათვის- 91.6%-ს შეადგენს, რაც მისაღებ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ნომინალურ გამოსახულებაში მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მაჩვენებლები აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, შემოსულობების ყველა კომპონენტისათვის.
• შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური(პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების(სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) სახით მიღებული შემოსულობები. დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების ზრდის დინამიკას უკავშირდება.
შემაჯამებელი მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) შემოსულობები. დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებაში, 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით ათვისების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) და ფინანსური აქტივების ზრდის(აქციებისა და კაპიტალის ზრდა, სესხების გაცემა)მუხლით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, რომელთა შესრულება წლიური გეგმის შესაბამისად, 45%-ს და 49%-ს შეადგენს. თუ დავუშვებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გადასახდელების გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2014 წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 185 მლნ ლარით(1.3-ჯერ) უნდა აღემატებოდეს ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს წლის პირველი 8 თვის განმავლობაში აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლით გადასახდელებისათვის. ათვისების ზემოაღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს მიმდინარე წლის IV კვარტალში გასული წლის მსგავსად, გადასახდელების არსებითი ზრდის ალბათობაზე, რაც, თავის მხრივ, ქმნის წლის დასასრულს რესურსების დაბალეფექტიანი განკარგვის რისკს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

24-10-2025
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...