Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერი

  • პარასკევი, 05 დეკემბერი 2014 08:25
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

შემაჯამებელი მიმოხილვა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე

• აგრეგატულ დონეზე, 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 79%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) შემოსულობები. შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომელიც წლიურ გეგმასთან მიმართებაში 66%-ს შეადგენს, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.


• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დინამიკასთან მიმართებაში, ვლინდება მიმდინარე წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მე-9 და მე-10 თვეებში გადასახდელების ზრდის ტენდენცია, კომპონენტების დონეზე განსაკუთრებით მასშტაბურად, არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 10 თვის მდგომარეობით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციას ავლენს და წლიური გეგმის 64%-ს უტოლდება.
• მიუხედავად ზემოაღნიშნული ზრდის ტენდენციისა, თუ დავუშვებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გადასახდელების გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2014 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 340 მლნ ლარით (1.5-ჯერ) უნდა აღემატებოდეს ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს წლის პირველი 10 თვის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის, რომლისთვისაც ანალოგიური ფარდობა 2 თვის მოსალოდნელ საშუალო მაჩვენებელსა და 10 თვის ფაქტობრივ საშუალო მაჩვენებელს შორის 2.9-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, თუმცა როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშებში უკვე აღინიშნა, კომპონენტების დონეზე საგადასახადო შემოსავლებისა და გრანტებისაგან განსხვავებით, შესრულების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება სხვა შემოსავლების კომპონენტი. ამასთან, გრანტების კომპონენტი, რომელიც წლის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციას ავლენდა, 10 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 109.5%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის შესრულების გადაჭარბება წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში, თუმცა გადასახადების სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, შესაძლოა გართულდეს მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება.
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლებიდან, შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაბალი შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, დივიდენდების მუხლით შემოსავლები 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით 165.7 ათას ლარს და წლიური გეგმის (55 მლნ ლარი) მხოლოდ 0.3%-ს. როგორც ფინანსთა სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში იყო მითითებული, სახელმწიფო მიდგომის გათვალისწინებით და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე წლის შემოსავლების დინამიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული აღნიშნული თანხების საწარმოების განკარგულებაში დატოვება, მათი ეკონომიკური სტიმულებისა და აქტივობის წახალისების მიზნით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის განკარგულება ან სხვა ნორმატიული აქტი წარმოდგენილი არ არის.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში ძირითადად 70%-90%-ის ინტერვალში მერყეობს. თუმცა საყურადღებოა, რომ შედარებით დაბალი ათვისების ტენდენცია ვლინდება ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართი 2 და დანართი 3).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით 52.1 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები- 37.8 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 75%-ს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით წარმოდგენილია ანგარიშში. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამურმა მოცულობამ 218.0 მილიონი ლარი და წლიური გეგმის 85.1% შეადგინა.
• გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა - 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით, შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში არსებული ტენდენციისგან. კერძოდ, ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია პრემიის წილი შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებში, თუმცა საწინააღმდეგო ტენდენციას ავლენს დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი.
საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივმა შესრულებამ 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით 523.7 მლნ ლარი შეადგინა(წლიური გეგმა - 600 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 813.5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 275 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები.
• რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 2014 წლის 10 თვის მდგომარეობით 157.7 მლნ ლარი და წლიური დაზუსტებული გეგმის 109.5% შეადგინა. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულმა შემოსულობამ ჯამურად, 565.3 მლნ ლარი და წლიური დაზუსტებული ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის მხოლოდ 54.9% შეადგინა.

იხილეთ დანართი:
  • 10tve-2014_1.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact